7 წელი მოდელი რუსი ბიზნესმენის სექსმონა იყო - როგორ დააღწია თავი ტყვეობას 2 შვილის დედამ

7 წელი მოდელი რუსი ბიზნესმენის სექსმონა იყო - როგორ დააღწია თავი ტყვეობას 2 შვილის დედამ

უკრაინელი ყოფილი მოდელი ამობს, რომ 7 წლის მანძილზე ერთ-ერთ ბიზნესმენს სექსმონად ჰყავდა დატყვევებული, ამის შესახებ "დეილი მეილი" წერს.

 ნატაშა სერებრის მამაკაცისგან, რომელიც ვიაჩესლავ რ.-დ სახელდება, ორი შვილი ჰყავს.

 25 წლის ყოფილი მოდელი 38 კგ-ს იწონის.

სერებრის მტკიცებით, ბიზნესმენი მას ყოველ დღე სცემდა და აუპატიურებდა. ნატაშას ანორექსია და სხეულზე მრავლობითი მოტეხილობები აქვს, დაზიანებული აქვს ორგანოები.

უკრაინელი ქალის თქმით, სისხლდენის გამო, რომელიც 3 თვის მანძილზე ჰქონდა, ანემია განუვითარდა. ნატაშას ინფორმაციით, მამაკაცი მასზე 30 წლით უფროსია. ერთმანეთი 7 წლის წინ გაიცნეს, როდესაც გოგონა 18 წლის იყო.

გაცნობიდან 1 თვის შემდეგ ვიაჩესლავმა ნატაშას ცემა დაიწყო.

სავარაუდოდ, სერებრის სტოკჰოლმის სინდრომი ჰქონდა, რადგან მამაკაცის მიმართ, რომელმაც ის დაატყვევა და სცემდა, გულგრილი არ ყოფილა.

რუსული მედიის ინფორმაციით, ქალი ამჟამად მოსკოვში, თავშესაფარში იმყოფება.

ვიაჩესლავს, სავარაუდოდ, 2 ცოლი ჰყავდა. ის ნატაშასთან ერთად ჯერ თურქეთში, შემდეგ კი - რუსეთში ცხოვრობდა. ქალს აკრძალული ჰქონდა ტელეფონის ხმარება, სოციალური კონტაქტი, ცემდა შვილების თვალწინ.

გოგონები ახლა 3 და 5 წლის არიან.

ნატაშას თქმით, მამაკაცი მას სამოდელო კარიერას დაჰპირდა, თუმცა 1 თვის შემდეგ მისი ცემა და წამება დაიწყო.

"მეუბნებოდა, რომ ყველაფერი ჩემი ბრალია და სურდა, ახლიდან, "სწორად" ესწავლებინა ჩემთვის ყველაფერი. თავიდან ძალიან მიყვარდა და მინდოდა, უკეთესი გავმხდარიყავი, რომ მისთვის მესიამოვნებინა.

ვოცნებობდი, მყოლოდა მისგან ბავშვი, რადგან მეგონა, ეს ყველაფერს შეცვლიდა. თუ შვილი გვეყოლებოდა, მისთვის ძვირფასი ადამიანი გავხდებოდი,“ - ამბობს ნატაშა.

თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ძალიან ცდებოდა.

ორსულობის მეშვიდე თვეში ნატაშა ვიაჩესლავმა თურქეთში წაიყვანა და სახლში გამოკეტა. ყოფილი მოდელი ამტკიცებს, რომ გაქცევის და თავის დაღწევის შანსი არ ჰქონია, უკრძალავდა ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან ურთიერთობას.

ნატაშას ორი შვილი შეეძინა, ევა და ლიზა.

 ვიაჩესლავის უფროსი შვილი, პირველი ქორწინებიდან შეესწრო ფაქტს, როგორ სცემდა მამამისი ნატაშას და ამის შესახებ პოლიციას აცნობა.

 ნატაშა და ვიაჩესლავი ქვეყნიდან გააძევეს, თუმცა ცალ-ცალკე. ყოფილი მოდელი ოჯახში დაბრუნდა, კიევში, თუმცა ვიაჩესლავმა მას მშობლებთან მიაგნო და განუცხადა, რომ მას ეკუთვნოდა და ვიდრე ცოცხალი იყო, წასვლის ნებას არ მისცემდა.

 "მან ბავშვებთან ერთად მანქანაში შემაგდო და რუსეთში წამიყვანა.

 შემასახლა მოსკოვის გარეუბანში მდებარე სახლში, სადაც 2 წელზე მეტი გავატარე, 2016 წლის ივლისიდან 2018 წლის იანვრამდე. საბოლოოდ კი გაქცევა შევძელი," - ჰყვება ნატაშა.

ქალმა სთხოვა ვიაჩესლავს, საავადმყოფოში წაეყვანა, რადგან სისხლდენის გამო თავს ძალიან სუსტად გრძნობდა. მამაკაცმა მას ექიმთან წასვლის ნება დართო, თუმცა შვილები მძევლებად დაიტოვა სახლში.

საკუთარი მდგომარეობის შესახებ ნატაშამ საავადმყოფოს თანამშრომლებს უამბო და დახმარება სთხოვა. ექიმებმა შეძლეს, ვიაჩესლავი კლინიკაში მიეყვანათ ბავშვებთან ერთად, შემდეგ კი სთხოვეს - ნატაშას სისხლი ანალიზისთვის სხვა კლინიკის ლაბორატორიაში წაეღო.

სანამ ვიაჩესლავი დაბრუნდებოდა, ექიმებმა ნატაშა შვილებთან ერთად ჩასვეს მანქანაში და ლტოლვილთა თავშესაფარში გაუშვეს.

ქალი ამ დრომდე შიშობს, რომ ვიაჩესლავი მას იპოვის.

 სოციალური მუშაკი, რომელიც ნატაშასთან და მის შვილებთან მუშაობს, ამბობს, რომ ქალს გაუმართლა, ცოცხალი რომ გადარჩა.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს