ავტორი:

"დედე: სვანური ბალადა" - ქართული ფილმი, რომელმაც საერთაშორისო ფესტივალებზე 10 პრესტიჟული პრიზი მიიღო

"დედე: სვანური ბალადა" - ქართული ფილმი, რომელმაც საერთაშორისო ფესტივალებზე 10 პრესტიჟული პრიზი მიიღო

 

მარიამ ხაჭვანის პირველი ქართული ფილმის "დედე" პრემიერა დიდ ეკრანზე შედგა, ფილმის, რომელმაც აზიურ ოსკარზე UNESCO-ს კულტურული მრავალფეროვნებისთვის პრიზი დაიმსახურა. ამასთან, 20-ზე მეტ საერთაშორისო ფესტივალზე მიიღო მონაწილეობა და საქართველოში 10 პრესტიჟული პრიზით დაბრუნდა!

"დედე: სვანური ბალადა" - ახალგაზრდა რეჟისორის, მარიამ ხაჭვანის პირველი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმია. რეჟისორმა კინოკარიერა რამდენიმე წლის წინ დაიწყო."დედე" ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შეიქმნა. ფილმი სვან გოგონაზე მოგვითხრობს, რომელიც საკუთარი ნების წინააღმდეგ დანიშნეს. ის მომავალი ქორწინების ჩაშლას თავად ცდილობს. ფილმის გადაღებები სვანეთში მიმდინარეობდა, მთავარ როლებს ნათია ვიბლიანი, გიორგი ბაბლუანი, ნუკრი ხაჭვანი და გირშელ ჭელიძე ასრულებენ.

"დედე" 4 ქვეყნის კოპროდუქციაა - საქართველო, ირლანდია, ყატარი, ჰოლანდია. ფილმის უმეტესი ნაწილი სვანურ ენაზეა და ყველა მსახიობი სვანია, უშგულის მკვიდრი.

მარიამ ხაჭვანი უშგულშია დაბადებული, დამთავრებული აქვს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ტელეკინორეჟისურის ფაკულტეტი."სტუდენტი ვიყავი, როცა ჩემმა ლექტორმა, მიხო ბორაშვილმა მითხრა, ფშავებს ვაჟა ჰყავდათ და სვანეთის მთებში ერთი ისეთი როგორ არ დაიბადა, იქაური ცხოვრება გვაჩვენოსო," - ეს სიტყვები სულ თავში მიტრიალებდა და სვანეთზე ფილმის შექმნის იდეის ინსპირაციის წყაროც ეს სიტყვები გახდა. ფილმი სვანი გოგონას საოცარ სიყვარულსა და მკაცრ ტრადიციებს შორის ჭიდილს გვაჩვენებს. არის მძიმე ეპიზოდები, მაგრამ ის სინამდვილეა. ამ მოტივებზე შექმნილმა ფილმმა მსოფლიო აღიარება მოიპოვა", - ამბობს მარიამი და განაგრძობს, - "ფილმის ენა სვანურია, რადგანაც ჩვენი მთავარი მიზანი სვანური ენის შენარჩუნება იყო. ამ ენაზე მოსაუბრეთა რაოდენობა დღითიდღე კლებულობს. მისი გაქრობის საშიშროებაც არის, ვინაიდან ახალი თაობის უმეტესობა მას თავისუფლად უკვე ვეღარ ფლობს. მინდა, მომავალ თაობას ისტორია შემორჩეს, რადგან გავა დრო, ბევრი რამ შეიცვლება, ფილმის კადრები კი საინტერესო ისტორიად დარჩება," - გვეუბნება რეჟისორი.

მარიამ ხაჭვანი:- ქართული აუდიტორია არის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენთვის. ფილმი ალბათ ყველას არ მოეწონება, მაგრამ დარწმუნებული ვარ იმაში, რომ უმეტესობა მაინც დადებითად შეაფასებს.

- გადაღებები ერთი წლის განმავლობაში მიდიოდა. ოთხივე სეზონი შეძელით, რომ გადაგეღოთ, ასე რატომ გადაწყვიტეთ?

- ჯერ ერთი, გვინდოდა, უშგულის ულამაზესი ბუნება გადაგვეღო, რომელიც წელიწადის ნებისმიერ დროს ულამაზესია და ეს მაყურებელს კიდევ ერთხელ შეეგრძნო და ასევე იქაურობის სინამდვილე. მას ემატება სხვანური ენა, რაც თემას აუთენტურობას მატებს. 

- ფილმში გიორგი ბაბლუანის გარდა არც ერთი მსახიობი არ მონაწილეობს. რატომ შექმენით გუნდი არაპროფესიონალებისგან?

- უშგულში ამდენი მსახიობის წაყვანა ალბათ გაგვიჭირდებოდა, მეორე ის იყო, რომ ესენი ნამდვილები არიან. 

- ამ ხალხის ამ ფილმზე დათანხება მარტივად მოხდა?

- კი, თუმცა ცოტა გაუგებრობაში აღმოჩნდნენ - გადაღებაზე ერთ დღეს მოდიოდნენ, მეორე დღეს არა. რთულ პირობებში გვიწევდა, მუშაობა და ცოტა ეზარებოდათ დილიდან საღამომდე ლოდინი, მოცდა, სიარული. ხშირ შემთხვევაში, ხვეწნა გვიწევდა, რომ მოსულიყვნენ და ჩვეულებრივად თამაშობდნენ როლს.

- თქვენთვის სცენარში მომხიბვლელი და მიმზიდველი რა იყო?

- ჩემთვის პირველი ემოცია იყო თავისუფლებისთვის ბრძოლა. არჩევანის თავისუფლება არ არსებობს, სადაც არავინ იბრძვის ამისთვის, განწირულია ის საზოგადოება. არადა, ჩვენს საზოგადოებაში ეს პრობლემა დგას. 

- დღეავნდელი სვანეთი ინარჩუნებს იმ ძველ ტრადიციას, რასაც ფილმი მიუძღვენით?

- გაცილებით თავისუფალია, ხშირად არ ხდება ასეთი ძველი ტრადიციების დაცვა, მაგრამ როცა საზოგადოება (მეზობლები, ნათესავები) არ რეაგირებს... როგორც ჩანს, უცხოეთშიც არის მსგავსი პრობლემა რიგ ადგილებში - მაგალითად, ჩემთან მოდიოდნენ ფრანგები, ესპანელები, გერმანელები, მალაიზიელები, თურქები და მეუბნებოდნენ, რომ პრობლემას იცნობდნენ და მათთვის ახლობელი იყო. კარგია, როცა დამატებითი ახსნა არ გჭირდება საზოგადოებისთვის, რისი თქმა გინდოდა და შენი ესმით!

"გავრბოდი პროექტიდან... ჩამკეტეს, რომ არ წავსულიყავი" - რას ამბობს "მასტერშეფზე" და ვის მიმართ აქვს დედობრივი მზრუნველობა დალი ჩიტალაძეს

"აუტანლად ძნელია უშენობა, რა უდარდელი იყო ჩემი ცხოვრება" - რას წერდა გია ყანჩელი გარდაცვლილ მეგობარს, რომელსაც ნაწარმოები მიუძღვნა

ნინი ბადურაშვილის დიეტა - როგორ ინარჩუნებენ დები წონას