ავტორი:

გაიცანით ბათუმელი ახალგაზრდა, რომელიც კონგრესში მუშაობდა, ახლა კი ჰოლივუდში ფიტნესმოდელია

გაიცანით ბათუმელი ახალგაზრდა, რომელიც კონგრესში მუშაობდა, ახლა კი ჰოლივუდში ფიტნესმოდელია

დევი ხაჯიშვილი ბათუმში დაიბადა და გაიზარდა. იგი პატარაობიდან ამერიკაში ცხოვრებაზე ოცნებობდა. როგორც თვითონ ამბობს, ოცნებები ზედმეტადაც აუსრულდა - ჯერ კონგრესში აღმოჩნდა, შემდეგ ჰოლივუდში...

- დღეს ჰოლივუდში ვცხოვრობ და ვმუშაობ როგორც მსახიობი, ფიტნესმოდელი... ბათუმში გავიზარდე... 6 წლიდან მამა - ნოდარ ხაჯიშვილი კარატეში მავარჯიშებდა და მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი გახლავართ სპორტის ამ სახეობაში. მთელ მსოფლიოში ვმოგზაურობდი საქართველოს გუნდთან ერთად. ვიმყოფებოდით: უკრაინაში, თურქეთში, იაპონიაში, ბრიტანეთში და ასე შემდეგ...

კარატეში რომ კარგი კარიერა მაქვს, ეს ახლაც მეხმარება, რათა კონკრეტული როლი მომცენ... ასევე, მეხმარება ცეკვის ცოდნაც: 6 წლიდან ქართულ ცეკვებზეც დავდიოდი... ყოველთვის მქონდა მიდრეკილება ენების სწავლის მიმართ და დღეს ვლაპარაკობ: რუსულად, ინგლისურად, ფრანგულად, ესპანურად... თურქულსაც ვფლობდი, მაგრამ 8 წელია, ამერიკაში ვარ, პრაქტიკა აღარ მქონია და ცოტა არ იყოს, დამავიწყდა...

- ამერიკაში ცხოვრება შენი ბავშვობის დროინდელი ოცნება იყო, არა?

- კი, 13 წლის ვიყავი, როცა ფანატიკურად გახლდით შეყვარებული ინგლისურ ენაზე და ამერიკული კულტურის შესწავლის ჟინი მქონდა. ყოველდღე 5-6 ჰოლივუდურ ფილმს ვუყურებდი, რათა ენა და ქვეყნის კულტურა კარგად შემესწავლა. ველოდებოდი იმ დღეს, როდესაც საზღვარგარეთ წავიდოდი, ამერიკაში ცხოვრება ჩემი უდიდესი ოცნება იყო. ხომ იცით, ყველა ახალგაზრდას აქვს თავისი ოფოფები და მოლოდინი ცხოვრებაში (იცინის)...

- როგორ აისრულე ოცნება?

- იღბლად, ამერიკელი პროფესორები გავიცანი, რომლებიც ბათუმში იმყოფებოდნენ... ერთ-ერთმა თურქულმა ლიცეუმმა მოაწყო ამ პროფესორებთან შეხვედრა. მე დამავალეს უცხოელების ერთი ღამით მასპინძლობა, დილით მათთვის საუზმედ ქართული კერძები უნდა მიმერთმია, დღისით კი ქართულ კულტურაზე გვესაუბრა... დიდი სიხარულით მივიღეთ სტუმრები და დედამ საუზმეში ფაქტობრივად, სადილიც და ვახშამიც ჩაატია.

როგორც ყველა ქართველს სჩვევია, სრულიად გამოამზეურა თავისი კულინარიული ტალანტი. საუზმე 3 საათს გაგრძელდა. ოჯახში მხოლოდ მე ვსაუბრობდი ინგლისურად და ვერ აღგიწერთ, როგორი იყო ჩემი ემოციები, რადგან სუფრასთან პირველად ვიჯექი ამერიკელებთან ერთად. გადასარევი დრო გავატარეთ, ძალიან დავმეგობრდით განაგრძეთ კითხვა

ეკატერინე ტიკარაძის მრავალფეროვანი გარდერობი და სტილის ევოლუცია მენეჯერობიდან-მინისტრობამდე

ირაკლი ღარიბაშვილი საპატრიარქოში - მთავრობა შეხვედრის ამსახველ ფოტომასალას და ინფორმაციას ავრცელებს

"ჩემი შვილი დამოუკიდებელი ადამიანია..." - რა კომენტარს აკეთებს ამირან გამყრელიძე თავისი ვაჟის შესახებ, რომელმაც ეკატერინე ტიკარაძე გააკრიტიკა