ადვოკატი - ლადო გრიგალაშვილმა ანა ნაცვლიშვილს "ბე-ემ-ვეს" მძღოლთან ინტიმური ურთიერთობისას შეუსწრო

ადვოკატი - ლადო გრიგალაშვილმა ანა ნაცვლიშვილს "ბე-ემ-ვეს" მძღოლთან ინტიმური ურთიერთობისას შეუსწრო

თემქაზე ახალგაზრდა გოგონას მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატის განმარტებით, ლადო გრიგალაშვილმა ანა ნაცვლიშვილს "ბე-ემ-ვეს" მარკის ავტომანქანის მძღოლთან ინტიმური ურთიერთობისას შეუსწრო. როგორც ადვოკატმა აღნიშნა, "ბე-ემ-ვეს" მარკის ავტომანქანას და მის მძღოლს საქმეში არა მხოლოდ ლადო გრიგალაშვილი, არამედ კიდევ ერთი მოწმე ასახელებს. ადვოკატი პროკურატურის მოთხოვნას, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებაზე, დაეთანხმა და აღნიშნა, რომ არსებობს საფრთხე გრიგალაშვილთან მიმართებაში, რადგან მან "ბე-ემ-ვეს“ მძღოლი დაინახა, თუმცა ის გამოძიებას იდენტიფიცირებული არ ჰყავს.

"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა ნახა „ბე-ემ-ვეს“ მარკის ავტომანქანა, ე.წ. "დუტი ტროიკა", რომლის მძღოლთანაც ანა ნაცვლიშვილს ჰქონდა ინტიმური ურთიერთობა. შესაბამისად, ვეთანხმები პატიმრობის მოთხოვნას, არა იმიტომ, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი დამნაშავეა, არამედ იმიტომ, რომ მას შესაძლოა საფრთხე დაემუქროს, ვინაიდან ლადო გრიგალაშვილმა შეუსწრო საყვარელ გოგონას, აღნიშნული მანქანის მძღოლთან ურთიერთობისას", - აღნიშნა ადვოკატმა ნაირა ოტიაშვილმა.

თემქაზე 20 წლის გოგონა გარდაცვლილი გუშინ, გამთენიისას ნახეს. გუშინვე მკვლელობის ბრალდებით მისი შეყვარებული, ლადო გრიგალაშვილი დააკავეს. საქალაქო სასამართლომ ბრალდებულს დღეს პატიმრობა შეუფარდა.

 

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს