რა პროფესიის ქალები ჰყავთ ცოლად მსოფლიოს უმდიდრეს მამაკაცებს

რა პროფესიის ქალები ჰყავთ ცოლად მსოფლიოს უმდიდრეს მამაკაცებს

როგორ ცხოვრობენ და რას საქმიანობენ მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების ყველაზე ლამაზი მეორე ნახევრები. ცნობილი ადამიანების ცხოვრება ყოველთვის ყველას აინტერესებს, განსაკუთრებით კი, მათი ოჯახის წევრების ცხოვრება.

წარმოგიდგენთ ქალბატონებს, რომლებიც მდიდარ მამაკაცებზე არიან, ან იყვნენ დაქორწინებულები. ზოგიერთი მათგანი კი ქმარზე არანაკლებ წარმატებულია.

ელონ მასკი და ტალულა რაილი

ელონ მასკი გამომგონებელი და მეწარმეა. იგი Space X და Tesla Motors აღმასრულებელი დირექტორია. ტესლა პირველი ავტომობილია, რომელიც ელექტრო ძრავაზე მუშაობს. ელონ მასკი დაქორწინებული იყო ინგლისელ მსახიობ ტალულა რაილზე. ის აქტიურად მონაწილეობდა ფილმებში 2005 წლამდე, მათ შორის ფილმში "სიამაყე და ცრუწმენა".

ტომ და ქეით ფრესტონები

ტომ ფრესტონის სახელს რამდენიმე საკაბელოს არხის შექმნა უკავშირდება, კერძოდ, მისი შემქნილია მუსიკალური ტელევიზია MTV. ტომ ფრესტონის ქონება 300 მილიონ დოლარს შეადგენს. იგი დაქორწინებული იყო ყოფილ მოდელ ქეით ფრესტონზე. 2014 წელს ისინი დაშორდნენ.

ფრანსუა ჰენრი პინო ლი და სელმა ჰაიეკი

ფრანსუა ჰენრი პინო ფრანგი ბიზნესმენია. ის კომპანია Kering-ის აღმასრულებელი დირექტორია, რომელიც მდიდრულ ნივთებს ყიდის. პინო ასევე არტემისის აღმასრულებელი დირექტორია, რომელიც ყველაზე მსხვილ აუქციონ „კრისტის“ ფლობს. მისი ქონება 15 მილიონ დოლარს შეადგენს. ფრანსუას მეუღლე მექსიკელი მსახიობი სელმა ჰაიეკია, რომელიც არანაკლებ წარმატებულია. წყვილი 2009 წელს დაქორწინდა, ჰყავთ შვილი ვალენტინა განაგრძეთ კითხვა და დაათვალიერეთ ფოტოები

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ