"მალე დავდგები ფეხზე..." - მაია ასათიანი მაყურებელს მიმართავს

"მალე დავდგები ფეხზე..." - მაია ასათიანი მაყურებელს მიმართავს

"მალე დავდგები ფეხზე..." - ამის შესახებ გადაცემა "პროფილის" ფეისბუქის გვერდზე მაია ასათიანი წერს და საზოგადოებასა და მაყურებელს გვერდში დგომისთვის მადლობას უხდის.

"უღრმესი მადლობა მეგობრებო, ასეთი გვერდში დგომისთვის, ვერ გპასუხობდით და მაპატიეთ... მალე დავდგები ფეხზე და ყველაფერი კარგად იქნება!" - წერს ტელეწამყვანი.

პოსტის კომენტარებში ასათიანს მალე გამოჯანმრთელებას უსურვებენ:

"აუცილებლად დადგები ფეხზე. ძლიერი გოგო ხარ. გვიყვარხარ, ძალიან ბევრს ვილოცებთ შენთვის. გელოდებით!"; "მაიკო გვჭირდები, აუცილებლად კარგად იქნები"; "მაიკო უფალი შენსკენ, აუცილებლად უნდა გამოჯამრთელდე"; "გელოდებით, გამაგრდი... მეც შვილკვდარი დედა გეუბნები ამას, ვიცი რასაც ნიშნავს ეს ტკივილი. მახსოვს ნუცას ეს არ მოეწონებოდაო თქვი ერთხელ... ასე გააგრძელე და ეცადე ძლიერი იყო ყოველთვის" - წერენ ტელეწამყვანის გულშემატკივრები.

 

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ მაია ასათიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულდა, რის გამოც "პროფილი" დროებით ეთერში აღარ გავა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია გადაცემის "ფეისბუქის" გვერდზე გავრცელდა.

Ambebi.ge-სთან საუბრისას "პროფილის" პროდიუსერმა ნიკოლოზ ხაჩიძემ განაცხადა, რომ წამყვანი მუშაობას ექიმების რეკომენდაციით წყვეტს.

 

"ბევრი ვირუსი იცით,  გამოჯანმრთელების შემდეგ - მე-7 დღეს, 39-გრადუსიანი სიცხით" - როგორია ლევან გოგიჩაიშვილის და მისი მეუღლის ჯანმრთელობის  მდგომარეობა

"ვერ დავტკბი მისი პატარაობით, ისე გაიზარდა თვალსა და ხელს შუა" - ირაკლი ოქრუაშვილმა შვილი, საფრანგეთში სასწავლებლად, ემოციური პოსტით გააცილა

"გაგანია ვირუსის დროს ერთი ადამიანიც რომ არ გაკლასტერდა ტაძარში, ახლა რას ფიქრობენ ნეტა?!" - ნატო დუმბაძე