გიორგი სანაიას დღეს 43 წელი შეუსრულდებოდა... - ჟურნალისტის ოჯახი პროკურატურას მიმართავს

გიორგი სანაიას დღეს 43 წელი შეუსრულდებოდა... - ჟურნალისტის ოჯახი პროკურატურას მიმართავს

ჟურნალისტ გიორგი სანაიას, დღეს 24 თებერვალს 43 წელი შეუსრულდებოდა. 2001 წელს, საკუთარ სახლში მოკლული ჟურნალისტის მკვლელობის საქმე დღემდე ბუნდოვანია. სანაიას საფლავზე დღეს მისი ოჯახის წევრები შეიკრიბნენ, ისინი პროკურატურას მიმართავენ, რომ პატიმარ კოტე ციხისთავის განცხადების საფუძველზე გამოძიება დაიწყოს.

გიორგი სანაიას ძმა, ჟურნალისტი ვახო სანაია მოითხოვს, დაიკითხოს ყველა ის პირი - შევარდნაძის მთავრობის მაღალჩინოსნები, ვინც ფიგურირებს კოტე ციხისთავის განცხადებაში.

“როგორც მკვლელობის პირველივე დღიდან, ჩვენ დღესაც დარწმუნებული ვართ, რომ ეს იყო პოლიტიკური მკვლელობა, რომ ამას ჰყავდა შემკვეთები, ორგანიზატორები, დამხმარეები და შემსრულებლები. “რუსთავი 2”-ის ეთერით ციხიდან მოვისმინეთ კოტე ციხისთავის განცხადება. ის საუბრობს დეტალებზე და ავითარებს პანკისურ ვერსიას, მათ შორის, “კასეტასთან” დაკავშირებით. ის პირდაპირ აცხადებს, რომ იცის ვინ იყვნენ ამ მკვლელობის ორგანიზატორები და მან დაასახელა ყოფილი მაღალჩინოსნები. ამბობს, რომ მკვლელობის შემსრულებელი იყო შოთა ჭიჭიაშვილი.

ოჯახი ვითხოვთ, რომ მოხდეს პროკურატურის მხრიდან ამაზე რეაგირება. რამდენიმე დღეში, ოფიციალურად, წერილობითაც მივმართავთ პროკურატურას, რომ დაიწყოს გამოძიება, დაიკითხოს კოტე ციხისთავი. ჩვენ არ ვიცით, რა ინტერესით და რატომ დაიწყო ახლა მან ამ თემაზე საუბარი. ჩვენ არასდროს გავსულვართ სამართლებრივი სივრციდან და არც გავალთ. ეს ყველაფერი არის გამოძიების, სახელმწიფოს, პროკურატურის გასაკეთებელი. ჩვენ ამდენი წელია ვითხოვთ ამ საქმის გამოძიებას.

პროკურატურას ახლაც მივმართავთ მედიის საშუალებით და რამდენიმე დღეში განცხადებასაც შევიტანთ. ჩვენ მივაწვდით სატელევიზიო ინტერვიუს სრულ ვარიანტსაც, რომ საქმის ხელახალი გამოძიება დაიწყონ”, - განაცხადა ვახო სანაიამ.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ