სანაიას მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით ახალი მოკვლევა დაიწყო - პროკურატურა ციხისთავის განცხადებას სწავლობს

სანაიას მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით ახალი მოკვლევა დაიწყო - პროკურატურა ციხისთავის განცხადებას სწავლობს

ჟურნალისტ გიორგი სანაიას მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით პატიმარ კოტე ციხისთავის განცხადებას საქართველოს პროკურატურა სწავლობს. როგორც "ინტერპრესნიუსს" პროკურატურაში განუცხადეს, საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილების შესახებ საზოგადოებას ეცნობება. 

"საქართველოს მთავარი პროკურატურა სწავლობს აღნიშნულ საკითხს, რის შედეგადაც მიღებული იქნება შესაბამისი სამართლებრივი გადაწყვეტილება და აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ ეცნობება საზოგადოებას", - აცხადებენ პროკურატურაში. 

გიორგი სანაიას ოჯახმა დღეს მედიით მიმართა პროკურატურას, პატიმარ კოტე ციხისთავის განცხადების საფუძველზე გამოძიება დაიწყოს. გიორგი სანაიას ძმა, ჟურნალისტი ვახო სანაია მოითხოვს, დაიკითხოს ყველა ის პირი - შევარდნაძის მთავრობის მაღალჩინოსნები, ვინც ფიგურირებს კოტე ციხისთავის განცხადებაში.

გიორგი სანაია 2001 წელს საკუთარ სახლში მოკლული იპოვეს. 

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ