ცხინვალის ე.წ. ციხიდან გათავისუფლებულ პავლიაშვილს და ქუტაშვილს ოკუპირებული ტერიტორიიდან არ უშვებენ

ცხინვალის ე.წ. ციხიდან გათავისუფლებულ პავლიაშვილს და ქუტაშვილს ოკუპირებული ტერიტორიიდან არ უშვებენ

ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი ცხინვალის ე.წ. ციხიდან გაათავისუფლების შემდეგ ახალგორში მშობლების სახლში მივიდნენ, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნუგზარ თინიკაშვილმა განუცხადა. მისივე ინფორმაციით, ქუტაშვილსა და პავლიაშვილს ჩამორთმეული აქვთ პირადი საბუთები და ისინი ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ჯერჯერობით ვერ გადმოდიან. 

"ისინი იმყოფებიან თავიანთი მშობლების სახლში ახალგორში. მათ ჩამორთმეული აქვთ საბუთები. უთხრეს, რომ საბუთებს თუ მოგცემთ, შეიძლება წახვიდეთ და თავი აარიდოთ გამოძიებას. ჯერჯერობით აქეთ ვერ გადმოვლენ, მაგრამ მე მაქვს მოლოდინი, რომ როგორც კი ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემა და მისი დაკრძალვა მოხდება, მათ გამოუშვებენ", - განაცხადა ნუგზარ თინიკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს განცხადება გაავრცელა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, სადაც რუსეთის საოკუპაციო ძალებს და დე ფაქტო ხელისუფლებას მოუწოდა, ქუტაშვილს და პავლიაშვილს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლაში ხელოვნური ბარიერი არ შეუქმნას.

22 თებერვალს, საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს 3 მოქალაქე - არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი ახალგორში დააკავა. 23 თებერვალს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ არჩილ ტატუნაშვილი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. 

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები