წვიმა უმეტეს რაიონებში, მთაში - თოვლი - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

წვიმა უმეტეს რაიონებში, მთაში - თოვლი - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

26 თებერვალს საქართველოს უმეტეს რაიონებში წვიმაა მოსალოდნელი, მაღალმთაში კი მოთოვს. როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა დოდო გვაზავამ განუცხადა, 25 თებერვალს ქვეყნის უმეტეს რაიონებში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა ცალკეულ რაიონებში 13–18 გრადუსი იქნება. 

26 თებერვალს საქართველოს უმეტეს რაიონებში იწვიმებს, მაღალმთაში მოთოვს, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 13–18 მეტრი წამში. დასავლეთ საქართველოში დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა ცალკეულ რაიონებში 11–13 გრადუსი იქნება, აღმოსავლეთ საქართველოში, 6–11 გრადუსი, თბილისში საღამო საათებში მოსალოდნელია ნისლი, დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 12 გრადუსია მოსალოდნელი.27 თებერვალს დღისით დასავლეთ საქართველოში გამოიდარებს, აღმოსავლეთ საქართველოში კვლავ წვიმა შენარჩუნდება. დასავლეთ საქართველოში აღმოსავლეთის მიმართულების ქარი გაძლიერდება, რომლის სიჩქარე წამში 17–20 მეტრი იქნება. 

თბილისში დღის პირველ ნახევარში კვლავ ნისლია მოსალოდნელი. დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 7–8 გრადუსი იქნება.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი