ილია მეორე - ეკლესია მართლმადიდებელი რომ არ ყოფილიყო, ძნელი წარმოსადგენია, რა იქნებოდა საქართველო

ილია მეორე - ეკლესია მართლმადიდებელი რომ არ ყოფილიყო, ძნელი წარმოსადგენია, რა იქნებოდა საქართველო

ეკლესია მართლმადიდებელი რომ არ ყოფილიყო, ძნელი წარმოსადგენია, რა იქნებოდა საქართველო, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას განაცხადა. მან მრევლს დღევანდელი დღესასწაული - მართმადიდებლობის ზეიმი მიულოცა.

"დღეს არის მართლმადიდებლობის ზეიმი. უფალი იესო ქრისტე ბრძანებს: "კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესია ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ მოერევიან მას". დიდება უფალს, რომელმაც მოგვცა ჩვენ ეს უდიდესი საუნჯე - მართლმადიდებელი ეკლესია. ეკლესია მართლმადიდებელი რომ არ ყოფილიყო, რა იქნებოდა საქართველო ძნელი წარმოსადგენია. ჩვენი ეკლესია არის მებრძოლი ეკლესია და ამ ეკლესიამ გაადაარჩინა მართლმადიდებელი სარწმუნეობა, ქართული კულტურა, ქართული ენა, დამწერლობა და ჩვენ დღეს მადლობას ვწირავთ უფალს. ამ დღეს გადაწყდა, რომ მსოფლიო საპატრიარქომ სცნო საქართველოს დამოუკიდებლობა და პატრიარქის წოდება. კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. მართლმადიდებელი სარწმუნოება იყოს ჩვენი გზამკვლევი, ჩვენი გადამრჩენი", - განაცხადა პატრიარქმა.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ