გაიცანით, ქედელი ცოლ-ქმარი 162 შთამომავლით - "როგორც კი გევიცანი მაშინათვე ვიცოდი, რომ დავქორწინდებოდით"

გაიცანით, ქედელი ცოლ-ქმარი 162 შთამომავლით - "როგორც კი გევიცანი მაშინათვე ვიცოდი, რომ დავქორწინდებოდით"

ქედის ლამაზ სოფელ სიხალიძეებში, 77 წელია, ერთმანეთს მზე და მთვარესავით შებერებული ცოლ-ქმარი ცხოვრობს. 97-96 წლის ხასან და ზექიე თურმანიძეები რომ გავიცანი, ვკითხე, ვინ ხართ, რა ხალხი, რომ ამდენ ხანს ერთმანეთის გვერდით იცხოვრეთ და თანაც ქვეყანას 162 შთამომავალს უტოვებთ-მეთქი. ხასან ბაბუც ჯოხს დაეყრდნო და სერიოზულად მომიგო:

- აფერი განსაკუთრებული ჩვენ არ ვართ, ბაბუა, ოღონდ, თუ ჩვენზე წერთ, ერთი რამე გახსოვდეთ: ქაღალდში კი მიწერია 97, მარა სინამდვილეში 99-ისა ვარ! კომუნისტურ პარტიაში რომ მიმიღენ, მაშინ მომაკლენ ორი წელიწადი - 1919-ში ვარ დაბადებული და 1921 დამიწერენ - ასეა საჭიროო! 

- ალბათ, იმის სატრაბახოდ, რომ პარტიაში ახალგაზრდა გლეხობა შედიოდა. მოგწონდათ პარტიაში ყოფნა?- მე ჩემი ოჯახი და ცოლი მომწონდა, ბაბუა, მარა სადაც საჭირო იყო, მეც იქ ვიყავი! ბოლშევიკობის შემოსვლისას, ასე, 8-9 წლის ვიყავი. მამაჩემმა მთელი ჩვენი ცხვარ-ძროხა კოლექტივს რომ მიუყვანა - ნებით თუ არ მივცემ, ძალით გარეკავენო, მეც ამ ცხვარ-ძროხას გავყევი უკან და კოლექტივის მთებში, ფერმაში ვმუშაობდი. ამ მთებში გევიცანი ჩემი ზექიე. რომ დავქორწინდებოდით, მაგი მაშინათვე ვიცოდი, როგორც კი გევიცანი. 

- აჭარაში ჩვილობიდან დანიშვნის წესი არსებობდა - მშობლები წინასწარ შეიგულებდნენ კარგ ოჯახს და შვილს იმ ოჯახის პატარაზე დანიშნავდნენ.- მასეც კი იყო, მარა, მე და ზექიემ თავად გავიცანით ერთმანეთი. ეგ ამბავი არავისთვის გვიკითხავს. კაი დიდი ქორწილი გვქონდა 1941 წლის მაისში. არც იმის მერე ვეკითხებოდით არავის ჩვენი ბედის ამბავს და კი დავზარდეთ 8 შვილი - 7 ქალი და ერთი ვაჟი.  

- წარმომიდგენია, რა ლამაზი იქნებოდა თქვენთვის მაისის ეს დილა, მაგრამ მალე მეორე მსოფლიო ომი დაიწყო და ალბათ, ყველაფერი ჩაგიმწარათ.- მარტო ომის დროს კი არა, კაი დიდხანს გაგვიმწარდა ცხოვრება. შვილების ტანსაცმელი გვიჭირდა, თორემ სასმელ-საჭმელს ჩვენი შრომა არ გამოგვილევდა. მარა ამიზა გვყავდა ცხვარი. გამთენიამდე ქსოვდა ზექიე შარვლებს და კაბებს. მერე გოგოებმაც ისწავლეს ქსოვა, შიშვლად არ დავრჩენილვართ არც ერთი. ისე, ნამეტანი ძნელი დასათვლელი კია, რამდენი კაბა-შარვალი მოქსოვილა ჩვენს ჭერზე. 

- სხვა საქმეებიც არ გამოგელეოდათ 10-სულიან ოჯახში.- მერე, შრომა გლახა რითია?! მაშინ რომ ისწავლენ შრომა ჩემმა შვილებმა, დღეს იმიტომ აქვთ სავსე ოჯახები. ასი კაცი რომ შეიყვანო უცბათ მათ სახლში, თვალს არ დახუჭავენ, საქორწილო სტოლს ისე გაშლიან! გლახა ამბავი ის იქნებოდა, ზარმაცი შვილები დამეზარდა, იმათ კიდევ - ზარმაცი შვილთაშვილი.  განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი