ავტორი:

ჩეჩნეთის ლიდერმა იოსებ სტალინი "უკუნითი უკუნისამდე დაწყევლა"

ჩეჩნეთის ლიდერმა იოსებ სტალინი "უკუნითი უკუნისამდე დაწყევლა"

1944 წელს, ჩეჩენი და ინგუში ხალხების დეპორტაციის გამო, ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა იოსებ სტალინი დაწყევლა და მას ტირანი უწოდა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ჩეჩენ ხალხს ძალიან ბევრი ტრაგედიის გადატანა მოუხდა, სტალინმა მათ საკუთარი მიწიდან არყით, ყველაზე დიდი ზიანი მიაყენა.

"ომი, რომლის გადატანამაც ჩვენს ხალს მოუწია, იოსებ სტალინის ბრძანებით განხორციელებულ რეპრესიებთან ახლოსაც ვერ მოვა. წყეული იყოს ის, უკუნითი უკუსინამდე, რადგან ჩეჩენი ხალხის წინაშე ძალიან დიდი ცოდვა მიუძღვის. მაშინ გადასახლებულთა თითქმის ნახევარი გადასახლების პირველივე წელს სიცივით, შიმშილითა და ავადმყოფობით დაიღუპა", - განაცხადა კადიროვმა, რომლის თქმითაც, რეპრესირებულების დიდი ნაწილი შიმშილითა და ავადმყოფობით დაიხოცა. სხვები რწმენამ გადაარჩინა.

ჩრდილოეთ კავკასიაში 23 თებერვალს დეპორტაციისას დაღუპულთა ხსოვნის დრე აღნიშნეს, რომელსაც 1989 წლის შემდეგ ყოველწლიურად იგონებენ. ამის შესახებ ინფორმაციას Кавказский узел ავრცელებს. მისივე ცნობით, 1944 წელს, 23 თებერვლიდან 9 მარტის ჩათვლით, ოპერაცია "ჩეჩევიცას" ფარგლებში, საბჭოთა ხელისფლებამ ჩეჩნეთსა და ინგუშეთიდან, ყაზახეთსა და შუა აზიაში 500 ათასზე მეტი ადამიანი გაასახლა. 

მაშინდელი ხელისუფლების თქმით, მასობრივი რეპრესიების მიზეზი ასევე მასობრივი დეზერტირობა იყო, - ისინი მეორე მსოფლიო ომის დროს საბჭოთა შეიარაღებულ ძალებში გაწვევასა და ფრონტზე მოხვედრას თავს არიდებდნენ. ამიტომაც, ჩეჩნეთ-ინგუშეთის ავტონომიური რესპუბლიკებს ოკუპაცია არც შეხებიათ და, შესაბამისად, იმ ხალხების ღალატში დადანაშაულება უსაფუძვლო იყო.

გამოცემის ცნობით, ამავდროულად, დეპორტაცია მაშინ განხორციელდა, როდესაც ვერმახტი კავკასიიდან ძალიან შორს, რამდენიმე ასეულ კილომეტრში იყო და ამიტომაც ამ ოპერაციის ჩატარების აუცილებლობა არ ყოფილა. 

2011 წლამდე ეს დღე 23 თებერვალს აღნიშნებოდა, თუმცა შემდეგ ადგილობროვმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ეს დღე რუსეთის სხვა სახელწმიფო დღესასწულებთან ერთად აღენიშნათ, ისე, როგორც სხვა რეგიონები. თუმცა, მოსახლეობა ამ თარიღს მაინც 23 თებერვალს აღნიშნავს. საერთოდაც, 2011 წელს სპეციალურმა კომისიამ გადაწყვიტა, რომ გლოვის დღედ ჩეჩნეთის პრეზიდენტის, აჰმად-ჰაჯი კადიროვის დაკრძალვის დღე, 10 მაისი ყოფილიყო, რომელიც 2004 წლის 9 მაისს ტერაქტის დროს დაიღუპა.

ერთი-ერთი რეპრესირებული, დაღესტნელი ოჯახის წევრი, ჩერგიზბიევი, რომელიც 1944 წელს 7 წლის იყო, იგონებს, თუ როგორ შეყარეს ვაგონებში, ოჯახთან ერთად, სადაც სუნთქვა არ შეიძლებოდა. "იქ ერთი მამაკაცი მოკვდა, რომლის ცხედარიც, მისი ოჯახის წევრებმა, იქვე, ვაგონის კუთხეში დამალეს. მშობლები ჩვენ, ბავშვებს იქით მხარეს გახედვას გვიკრძალავდნენ. ერთ-ერთ გაჩერებაზე, ჯარისკაცები ამოვიდნენ, მთელი ვაგონი შეამოწმეს და როდესაც ცხედარი იპოვეს, დაავლეს ხელი და მისი ცოლის ხვეწნა-მუდარის მიუხედავად, - გარეთ ნივთივით მოისროლეს", - იგონებს ის. 

მისივე თქმით, გადასახლების შემდეგ, დაღესტანში მაშინ მოხვდა, როდესაც 1956 წელს, სავალდებულო სამსახური დაასრულა და ყოფილ აუხოვსკის რაიონში, თავის სოფელში მოუწია ყოფნამ. "ჩვენი რაიონი უკვე აღარ არსებობდა, ის ტეროტორია ახლად დაარსებულ ნოვოლაკისა და ყაზბეგის რაიონებს გადაუნაწილეს. თუმცა, ჩემი მშობლიური სახლი მაინც ვიცანი, იქ სხვები შეესახლებინათ - სკოლის დირექტორის ოჯახი ცხოვრობდა და როდესაც ვუთხარი, ვინც ვიყავი, ძალიან თბილად შემხვდნენ.

ძალიან მაინტერესებდა ჩემი დაბადების ზუსტი თარიღი, რადგან დედაჩემმა გზაში ჩემი დაბადების მოწმობა დაკარგა. ბიძაჩემმა მითხრა, რომ ჩემი დაბადების წელი სახლის უკან, ფანჯარაზე, ხის საკეტზე იყო მიწერილი - იქ 1938 წელი ეწერა", - იხსენებს მოხუცი დაღესტნელი. 

ისინი საკუთარ სახლებს 13 წლის შემდეგ, 1957 წელს ნიკიტა ხრუშჩოვის ბრძანებით დაუბრუნდნენ. მაშინ ავტონომიაც აღდგა.

15 000-ზე მეტი სამხედრო, ჯავშანტექნიკა, საზენიტო საშუალებები, სარაკეტო კომპლექსები და ა.შ.  - როგორია ოკუპანტი რუსეთის სამხედრო ძალების განლაგება სამხრეთ კავკასიაში?

უპილოტო თვითმფრინავებით მოგებული ომი - რა გამოაჩინა ყარაბაღის კონფლიქტმა შეიარაღების თვალსაზრისით და რა უნდა გაითვალისწინოს საქართველომ?

"შუშას გათავისუფლების ოპერაცია მსოფლიოს სამხედრო ისტორიაში სპეციალურ ადგილს დაიმკვიდრებს" - ილჰამ ალიევი