რომელ ასაკში რამდენ წყალს უნდა სვამდეს ბავშვი - საჭირო რჩევები მშობლებს

რომელ ასაკში რამდენ წყალს უნდა სვამდეს ბავშვი - საჭირო რჩევები მშობლებს

ზოგიერთ ბავშვს წყალი ძალიან უყვარს, ზოგს კი ძალით უნდა დაალევინო, რადგან ჩაი ან წვენი ურჩევნიათ. თუ ატყობთ, რომ ბავშვი წყლის ნაცვლად წვენებს უფრო ეტანება, ეს ჩვევა აუცილებლად უნდა შეაცვლევინოთ. კანის სიმშრალე, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პრობლემა, საშარდე მილების ინფექცია, პერიოდული ხველება, თავის ტკივილი - ეს იმ სიმპტომების მცირე ჩამონათვალია, რაც შეიძლება დაემართოს ადამიანს, რომელსაც წყლის დალევა არ ახსენდება. უფრო საგანგაშო სიტუაციაა, როცა წყალს არ სვამს ბავშვი.

თუ თქვენი შვილი ცოტა წყალს სვამს, რაღაც უნდა იღონოთ. შეეცადეთ მოუყვეთ ადამიანის აგებულება, აუხსენით, რომ ცოცხალი ორგანიზმის თითოეული უჯრა საჭიროებს წყალს და ჰაერს. სხვათა შორის, ჰაერის შემდეგ წყალი პირველია ადამიანის სიცოცხლის შესანარჩუნებლად. წყალი ადამიანმა ყოველდღიურად საჭირო რაოდენობით უნდა მიიღოს, რადგან მხოლოდ სუნთქვის დროს იგი 3-4 ჭიქა სითხეს კარგავს.

წყალი თოთო ბავშვისთვის

ძუძუთი კვების დროს ჩვილი წყალს დედის რძესთან ერთად იღებს და მისთვის დამატებითი სითხის მიცემა საჭირო არაა. თავად მეძუძურმა დედამ კი დღეში არანაკლებ 2,5-3 ლიტრი სითხე უნდა დალიოს. უგაზო მინერალური წყალი, სუსტი მწვანე ჩაი, ახალი ხილის უშაქრო კომპოტი ბავშვს ალერგიასაც აარიდებს და დედასაც მოუკლავს წყურვილის შეგრძნებას. რაც შეეხება ხელოვნურ კვებაზე მყოფ ჩვილებს, მათ წყალი აუცილებლად სჭირდებათ. არც ერთი ადაპტირებულისაკვები არ შეუცვლის წყალს. რატომ? ხელოვნურ საკვებში წყალი საკმარისზე მცირე რაოდენობისაა, ვიდრე დედის რძეში. გარდა ამისა, იგი შეიცავს ცილას, მის გადასამუშავებლად კი ორგანიზმს მეტი ენერგია სჭირდება, ხოლო თუ მეტი ენერგია უნდა დახარჯოს, ე.ი. წყალიც მეტი სჭირდება... განაგრძეთ კითხვა

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ