რუსთავში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა

რუსთავში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა

რუსთავში, თოდრიას ქუჩაზე ცოტა ხნის წინ, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს "მაზრადასა" და "როვერის" მარკის მსუბუქი ავტომანქანები შეეჯახა. შეჯახების შედეგად ერთ-ერთი ავტომობილი, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ტროტუარზე ინერციით ავარდა.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა. წინასწარი ინფორმაციით, ორმა ადამიანმა მსუბუქი დაზიანებები მიიღო.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია