"ჯოჯოხეთი დედამიწაზე", სადაც 1 კვირის განმავლობაში 500 ადამიანი გარდაიცვალა - სირია მსოფლიოს დახმარების მოლოდინშია

"ჯოჯოხეთი დედამიწაზე", სადაც 1 კვირის განმავლობაში 500 ადამიანი გარდაიცვალა - სირია მსოფლიოს დახმარების მოლოდინშია

სირიის სახელისუფლებო ჯარების თავდასხმის შედეგად 1 კვირის განმავლობაში 500-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე გარდაიცვალა, ინფორმაციას BBC ავრცელებს. ჯარები ამბოხებულებით დასახლებულ ტერიტორიას დამასკოსთან ახლოს ინტენსიურად ბომბავენ.

ლონდონში მდებარე სიირის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიის ცნობით, მსხვერპლებს შორის, რომლებიც აღმოსავლეთ გუტას დაბომბვის დროს გარდაიცვალნენ, 121 ბავშვია.

სირიის სამთავრობო ძალები, რომელსაც რუსეთი აქტიურად ეხმარება, აღმოსავლეთ გუტას გასული კვირიდან ბომბავენ.

სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიის მონაცემებით, თავდასხმა გუტაზე რუსული და სირიული თვითმფრინავებიდან ხორციელდება, თუმცა რუსეთი პროცესში პირდაპირ ჩართვას უარყოფს. სახელისუფლებო ჯარები ბომბავენ ტერიტორიას, სადაც 393 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს და ქალაქის დატოვებას ვერ ახერხებს. ისინი ამბობენ, რომ მხოლოდ ღმერთის იმედი აქვთ.

სირიის ხელისუფლება აცხადებს, რომ მათი სამიზნე მშვიდობიანი მოსახლეობა არ არის და ცდილობს, აღმოსავლეთ გუტა "ტერორისტებისგან" ტაათავისუფლოს. ამ ტერმინით მოიხსენიებენ როგორც ჯიჰადისტ მეომრებს, ასევე - ამბოხებულების დაჯგუფებებს.

აღმოსავლეთ გუტაში მცხოვრები მოსახლეობის მძიმე მდგომარეობის შესახებ მსოფლიო ლიდერები უკიდურესად შეშფოთებულები არიან. გაერო-ს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტიერესის შეფასებით, ტერიტორია ძალიან ჰგავს"ჯოჯოხეთს დედამიწაზე".

სხვადასხვა მედიასაშუალებით ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს დაჭრილი, მომაკვდავი ადამიანები. ერთ-ერთ  ვიდეოში, რომელიც "ბიბისიმ" გაავრცელა, ჩანს დედა, რომელმაც დაჭრილი მცირეწლოვანი შვილი საავადმყოფოში მიიყვანა. ქალი ამბობს, ურჩევნია ბავშვი ვერ გადარჩეს, რადგან სჯერა, რომ მას "სამოთხეში მაინც ექნება საჭმელი".

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე