არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის წევრებმა სოფელ ნატახტარში საავტომობილო გზა გადაკეტეს

არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის წევრებმა სოფელ ნატახტარში საავტომობილო გზა გადაკეტეს

სოფელ ნატახტარში არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის წევრები და ახლობლები საპროტესტო აქციას მართავენ. მათ საავტომობილო გზა აქვთ გადაკეტილი. ოჯახის წევრები ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემას მოითხოვენ და აცხადებენ, რომ ცხედრის გადაცემამდე არ დაიშლებიან.

ადგილზე იმყოფებიან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი და მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე. აქციის მონაწილეების თქმით, მათი განცხადებები არაკომპეტენტურია და ისინი მოითხოვენ მთავრობის იმ წევრების მისვლას, რომლებიც კომპეტენტურ პასუხს გასცემენ. მათივე თქმით, გუშინაც მიიღეს დაპირება, რომ ცხედარს დღეს გადასცემდნენ, თუმცა პირობა არ შესრულდა. აქცია მას შემდეგ იმართება, რაც ცხინვალმა არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემაზე ამ ეტაპზე უარი განაცხადა.

22 თებერვალს, საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს 3 მოქალაქე - არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი ახალგორში დააკავა. 23 თებერვალს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ არჩილ ტატუნაშვილი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.

ერგნეთში, ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის არაგეგმური შეხვედრა დღეს გაიმართა. შეხვედრის დასრულების შემდეგ დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებმა ქართულ მედიასთან კომენტარზე უარი განაცხადეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა კახა ქემოკლიძემ კი აღნიშნა, რომ შეხვედრაზე დე-ფაქტო ცხინვალის წარმომადგენლებმა ოკუპირებულ ტერიტორიაზე გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემაზე ამ ეტაპზე უარი განაცხადეს. მათი თქმით, შეხვედრაზე გაირკვა, რომ ცხედრის საფუძვლიანი ექსპერტიზა ვერ ჩატარდა, რის გამოც, რუსეთის ფედერაციის საექსპერტო ბიუროს მიმართეს და აღნიშნულ პროცედურებს და ექსპერტიზას რამდენიმე დღე დასჭირდება.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ