თელავში ავარიის შედეგად ორი ადამიანი მძიმედ დაშავდა

თელავში ავარიის შედეგად ორი ადამიანი მძიმედ დაშავდა

თელავში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი მძიმედ დაშავდა. "ინტერპრესნიუსის" ინფორმაცით, "ჰონდას" მარკის ავტომანქანა, გაზის ცისტერნებით დატვირთულ მოძრავ ავტომანქანას დაეჯახა. 

შეჯახება იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ მგზავრების ამოყვანა მაშველებმა სპეციალური ტექნიკის გამოყენებით შეძლეს. შედაგდ მძიმედ დაშავდა ორი მგზავრი. ისინი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. მათ გამოკვლევა უტარდებათ. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია