"არავინ ელოდა ნინასგან, წიხლით თუ შეუვარდებოდა მოძალადეს სახლში" - ანი ტყებუჩავა ფილმსა და პირადზე

"არავინ ელოდა ნინასგან, წიხლით თუ შეუვარდებოდა მოძალადეს სახლში" - ანი ტყებუჩავა ფილმსა და პირადზე

"ნინა არ არის ის ტიპაჟი, ვიღაცას რომ სახლში წიხლით შეუვარდება. სხვანაირი ძლიერი შეიძლება იყოს, მაგრამ თინასნაირი არ არის! თინა შევარდებოდა, რადგან სხვანაირია, სხვა ათასი რამით შეიარაღებული და შესაბამისად მის უკან სხვა პასუხისმგებლობებიც არის... ნინას მსგავსად არც მე ვარ რეალურ ცხოვრებაში აქტიური. რაც არ უნდა აღშფოთებული ვიყო, მიტინგზე გამოსვლა ჩემი გამოხატვის ფორმა არ არის"... - "ჩემი ცოლის დაქალების" ბოლო სერიებში დღევანდელობის აქტუალური პრობლემა – ოჯახური ძალადობა გამოიკვეთა, რამაც მაყურებლის დიდი ინტერესი და გამოხმაურება გამოიწვია... ნინას როლის შემსრულებელი, მსახიობი – ანი ტყებუჩავა ვრცლად გვესაუბრა ფილმსა და თავის რეალურ ცხოვრებაზე.

- თქვენც ქალი ხართ და დამეთანხმებით, დღეს ძალადობა როგორი მნიშვნელოვანი თემა ხდება უფრო და უფრო მეტად! უამრავი სამწუხარო მოვლენის მომსწრე გავხდით, რაც ქალების მიმართ გააქტიურებულ ძალადობას მოწმობს! ძალიან სამწუხარო და ტრაგიკული თემაა... ეს საკითხი აუცილებლად უნდა მოგვარდეს! ქალს ძალადობისთვის არ სცალია, კიდევ მილიონი საზრუნავი აქვს!

- ფილმში მოვლენები კიდევ უფრო საინტერესოდ განვითარდა... მოძალადე მაზლია...- ეს იმას ნიშნავს, რომ ძალადობის ბევრი ვარიანტი არსებობს. შეიძლება ქმარი არ გივარგოდეს, არ იყოს ძლიერი პიროვნება დ ვერ უწევდეს ოჯახის წევრებს სათანადო წინააღმდეგობას. ოჯახში, სადაც იზრდები, ვიწრო სივრცეა და შეიძლება ნორმად მიგაჩნდეს ძალადობა... როცა ოჯახის ახალი წევრი შემოდის, ძალიან რთულია შენს ოჯახს გვერდიდან შეხედო. იმედი მაქვს, რომ მასობრივად ასეთი ოჯახები არ არის. ყოველ შემთხვევაში ჩემ გარშემო ნამდვილად არ არის ასეთი მძიმე სურათი. თუმცა სულ რომ ერთი ოჯახი იყოს საქართველოში, სადაც ძალადობა ნორმაა, მგონია, რომ ადამიანზე მნიშვნელოვანი არაფერია და დაცვა სჭირდება! როცა ადამიანის ფასს მივხვდებით, მაშინ უკვე ყველაფერი დალაგდება! ძალიან რთული თემაა და მოსაგვარებელი. სახელმწიფოს ყველა ორგანოს უნდა მივაწვდინოთ ხმა! არც ვიცოდი, თუ ამდენი რამ არსებობდა.მაგალითად, შეიძლება ცხოვრობდე ოჯახში და სახელმწიფომ დააწესოს ხელშეუხებლობის ორდერი თუ რაღაც მსგავსი... მოკლედ, გადარჩენის გზა ყოველთვის არსებობს. სამწუხაროდ, პრობლემა სულ სხვა რამეა! კონფლიქტის დროს ორივე მხარეა მეტ-ნაკლებად დამნაშავე. შეიძლება ადამიანმა უღალატოს, ცუდი დედა იყოს, ან ცუდი მამა, ბებია, და ცოლი... აქ მთავარია ის, რომ ადამიანზე ძალადობის უფლება არავის აქვს! სიცოცხლის ხელყოფაზე ხომ საერთოდ საუბარი ზედმეტია! სულ რომ ყველაფერი აწყობილი და დალაგებული ჰქონდეს ადამიანს (აწყობილში და დალაგებულში გათბობას და დაპურებას ვგულისხმობ, ჩვენი გონება ჯერ კიდევ ვერ გასცდა ქვის ხანის მოთხოვნილებებს, სამწუხაროდ), მილიონი ფაქტორია კიდევ გარშემო, რაც მასზე მოქმედებს. ცუდი თავისთავად არის ძალიან ბევრი, კარგი კი თავად უნდა შექმნა და მოიპოვო! განაგრძეთ კითხვა

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს