ავტორი:

მიწასთან გასწორებული სირიის ოაზისი - როგორი იყო ღუტა, სანამ იქ "ჯოჯოხეთს" მოაწყობდნენ

მიწასთან გასწორებული სირიის ოაზისი - როგორი იყო ღუტა, სანამ იქ "ჯოჯოხეთს" მოაწყობდნენ

არც ისე დიდი ხნის წინ, რუსეთისა და ამერიკის სამხედრო მაღალჩინოსნები აცხადებდნენ, რომ სირიაში "ისლამური სახელმწიფო" დამარცხებულია. თუმცა, რაც დრო გადის, ცნობილი ხდება, რომ სხვადასხვა მიზეზებით სირიის რეგიონებში, ვითარება კი არ მშვიდდება, პირიქით - აფეთქებების კერები მატულობს... საერთაშორისო ექსპერტები ღიად საუბრობენ იმაზე, რომ აღმოსავლეთ ღუტა შესაძლოა მეორე ალეპო გახდეს...

ბოლო ინფორმაციით, თუ მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენება დადასტურდა, სირიის ხელისუფლების წინააღმდეგ საჰაერო თავდასხმის დაწყების შესაძლებლობას ბრიტანეთი სერიოზულად განიხილავს. "როიტერის" ცნობით, ამის შესახებ ინგლისის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა.

ერთი დღით ადრე, გავრცელებული ინფორმაციით, აღმოსავლეთ ღუტაში, ქლორის ინტოქსიკაციის სიმპტომით საავადმყოფოში დაახლოებით 18 ადამიანია გადაყვანილი. შემთხვევის შედეგად, დაღუპულია ერთი ბავშვი, თუმცა ინფორმაცია, მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ე.წ შხამიანი გაზი გამოყენების შესახებ, ჯერჯერობით ოფიციალურად არ დადასტურებულა.

24 თებერვალს, გამოცემა "ლე ფიგარო" სირიის ადამიანის უფლებათა მონიტორინგის ცენტრზე დაყრდნობით წერდა, რომ სირიაში, აღმოსავლეთ ღუტაში "ბაშარ ასადის" რეჟიმის მიერ განხორციელებული ავიაიერიშების შედეგად, შვიდი დღის განმავლობაში 500-ზე მეტი სამოქალაქო პირი დაიღუპა.

იმ ფონზე, როდესაც გაერო-ს უსაფრთხოების საბჭომ მიიღო რეზოლუცია, რომელიც სირიაში 30 დღის განმავლობაში ცეცხლის შეწყვეტას ითვალისწინებს, აღმოსავლეთ ღუტაში საჰაერო დარტყმები კვლავ გრძელდება. აღმოსავლეთ ღუტა, სირიის დედაქალაქის მახლობლად, ერთ-ეთი ყველაზე დიდი და ბოლო რეგიონია, რომელიც მეამბოხეებს აქვთ დაკავებული.

ცნობისთვის, ახლა მიწასთან გასწორებული ღუტა, სირიის ერთ-ერთი მდიდარე მხარე იყო, სადაც სოფლის მეურნეობა ყვაოდა. ხალიფატის დროს, დამასკოს მაღალი წრის წარმომადგენლებს იქ დასვენება ძალიან უყვარდათ...

არსებული ინფორმაციით, ბოლო დროს იქ წარმოქმნილი სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების ერთ-ერთი მიზეზი, კერ კიდევ უფროსი ასადის დროს, თურქების მიერ ელექტროსადგურების კასკადის აშენება გახდა, რამაც მდინარე ევფრატში წყლის ნაკადის შემცირება გამოიწვია. პრობლემების შემდეგ, სირიის აღმოსავლეთ რეგიონიდან დამასკოსა და ალეპოს მოულდონელად გაღარიბებული მოსახლეობის ნაკადი მიაწყდა...

ქალაქური ცხოვრების წესს შეუჩვეველმა ბედუინებმა იქაურობა თვითნებურად აშენებული ნაგეობებით გაავსეს, თუმცა შემდეგ, იქაურობას მოერგნენ. იმ პერიოდში, აღმოსავლეთ გუმიდან წასულთა რიცხვი 400 ათასიდან, 2 მილიონამდე მერყეობდა, თუმცა, მოგვიანებით, მათი ნაწილი ძველ საცხოვრებელს დაუბრუნდა... ამის მიუხედავად, დამასკოსა და ალეპოს ადგილობრივი მოსახლეობა უმძიმეს მდგომარეობაში ჩავარდა...

თანდათან, ალეპოსა და აღმოსავლეთ ღუტაში, ქრისტიანებითა და მუსლიმებით დასახლებული სოციალური ფენა ჩამოყალიბდა. მალე დაპირისპირება, "ძმები-მუსულმანების" გარშემო დაიწყო, რის გამოც დამასკოს ცენტრალურ რაიონებში, მმართველ და დიპლომატიურ წრეებს შორის დაპირისპირება შეუიარაღებელი თვალითაც ჩანდა... ფრონტის ხაზი, ახლა სწორედ დედაქალაქის ცენტრალურ უბნებში გადის.

აღმოსავლეთ ღუტაში ამბოხებულთა ნაწილი "ჯიჰადისტებს" უერთდებოდა. ღუტას "ჯებჰატ ან ნუსრას","ახრარ აშ შამის", "ჯეიშ ალ ისლამ ტაკფირისა" და "ფაილაკ არ რაჰმანის" ტერიროსტული დაჯჰუფებები მართავენ... ერთი რაიონისთვის საკმაოდ ბევრია, მით უფრო, რომ გავლენებისთვის ბროძლა ხშირად მათ შორისაც ხდებოდა.

2013 წლის გაზაფხულზე, ღუტას, რომელშიც ჯიჰადისტები იყვნენ გამაგრებული. სირიის სამთავრობო შეიარაღებულმა ძალებმა ალყა შემოარტყეს. მაშინ ძალიან ბევრი მიწისქვეშა გასასვლელი და სხვა მნიშვნელოვანი ობიექტი სრულად განადგურდა, მაგრამ სამთავრობო ძალებს ღუტას გათავისუფლებლად ძალა არ ეყოთ.

მაშინ საცხოვრებელი სახლებთან ერთად, ადგილობრივი მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი გადანადგურდა. დანარჩენი, ვინც შარიათის კანონებს ვერ შეეწყო, თავი დამასკოს ან ლტოლვილთა ბანაკებს შეაფარეს... დარჩენილებმა "ცხოვრება" სამხედრო მოქმედებების ფონზე განაგრძეს. სირიის მთავრობის მიერ მიიღებული გადაწყვეტილების შედეგად, იქ რუსეთის შეიარაღაბული ძალები ჩავიდნენ, ღუტადან ადგილობრივი მოსახლეობის კიდევ ერთი ნაკადი დაიძრა...

ჯიჰადისტებს აჰყავდათ ტყვეები, მათ შორის ქალები და ბავშვები, რომლებსაც სარდაფებში ამწყვდევდნენ. მათ გათავისუფლებას ცალკე საბრძოლო, ლოკალური ოპერაციები სჭირდებოდა.

2013 წელს, სწორედ აღმოსავლეთ ღუტაში დასახლებულ პუქნტებში გამოიყენეს პირველად ქიმიური იარაღი. მოგვიანებით, ასტანის მოლაპარაკებების დროს, აღმოსავლეთ ღუტა "დეესკალაციის ზონად" აღიარეს, რადგან 2016 წლისთვის, სამთავრობო ძალებმა იქ გამაგრებული ანკლავის შემცირება შეძლეს. ბოევიკების დიდი ნაწილი მაშინ იდლიბისკენ გაეშურა... საბრძოლო მოქმედებებში რამდენიმე კვირის წინ განახლდა. გასულ დეკემბერს, შეტაკბები, სტრატეგიული ობიექტების გარშემო დაიწყო და მალე საქმეში მძიმე ტექნიკაც ჩაერთო...

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე