რა მდგომარეობაში არიან შუშის დაცემის შედეგად დაშავებული ბავშვები - ექიმის კომენტარი

რა მდგომარეობაში არიან შუშის დაცემის შედეგად დაშავებული ბავშვები - ექიმის კომენტარი

ორბელიანის მოედანზე, შუშის ჩამოვარდნის შედეგად დაშავებულ სამ მოზარდს „ამტელ ჰოსპიტალში“ კვლევები უტარდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კლინიკის დირექტორმა ლაშა მაჭარაშვილმა განუცხადა. მისივე თქმით, საჭირო გამოკვლევების ჩატარების შემდეგ გახდება ცნობილი, დასჭირდებათ თუ არა დაშავებულ მოზარდებს ოპერაციული ჩარევები.

ამასთან, დაშავებული ბავშვებიდან კიდევ ერთის მდგომარეობა მძიმეა. ინგოროყვას კლინიკაში აცხადებენ, რომ მოზარდს ამ წუთებში ოპერაცია უტარდება. მას ჭრილობები თავის არეში აქვს. დანარჩენი ორის მდგომარეობა კი დამაკმაყოფილებელია.

ორბელიანის მოედანზე, სავარაუდოდ, შენობიდან შუშის ჩამოვარდნის შედეგად, სკოლის მოსწავლეები დაშავდნენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს, შემთხვევის ადგილიდან 3 მოზარდი ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს, 3 კი „ამტელ ჰოსპიტალში“.

იხილეთ ფოტოები შემთხვევის ადგილიდან

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია