სოფელ მოხისთან მანქანის არხში გადავარდნის შედეგად სამი ახალგაზრდა დაიღუპა

სოფელ მოხისთან მანქანის არხში გადავარდნის შედეგად სამი ახალგაზრდა დაიღუპა

ხაშური-ქარელის მონაკვეთზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა. ხაშურიდან ქარელის მიმართულებით მოძრავი მანქანა სოფელ მოხისთან ხიდის მოაჯირს შეეჯახა და არხში გადავარდა. ავარიის შედეგად ავტომანქანაში მყოფი ხუთი მგზავრიდან სამი შემთხვევის ადგილზე დაიღუპა. გარდაცვლილთაგან ორი ერთი ოჯახის წევრია. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი დაღუპული არასრულწლოვანია. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

"ნეტავ სცოდნოდა, რამდენად ლამაზი იყო შინაგანად და გარეგნულად..." - როგორ იხსენებენ ატენის ქუჩაზე მოკლულ დედა-შვილს

დიდ დიღომში ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს

დადიანზე ავარიის დროს გარდაცვლილი ქალი „ინტერპრესნიუსის“ თანამშრომელი იყო