ბარათაშვილის ქუჩაზე შუშის დაცემის შედეგად დაშავებული 13 წლის ბიჭი საავადმყოფოში გარდაიცვალა

ბარათაშვილის ქუჩაზე შუშის დაცემის შედეგად დაშავებული 13 წლის ბიჭი საავადმყოფოში გარდაიცვალა

ბარათაშვილის ქუჩაზე მომხდარი შემთხვევის შედეგად დაშავებული 13 წლის ბიჭი ინგოროყვას კლინიკაში გარდაიცვალა. ამის შესახებ ჟურნალისტებს კლინიკის ექიმმა განუცხადა.

მისი თქმით, მოზარდს სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმები აღენიშნებოდა.

ბარათაშვილის ქუჩაზე შენობიდან შუშა ჩამოვარდა, რის შედეგად 70-ე სკოლის მოსწავლეები, 12-14 წლის ასაკის 6 ბავშვი დაშავდა. დანარჩენების მდგომარეობა სტაბილურია.

წაიკითხეთ: "გამოვედით და დავინახეთ დასისხლიანებული ბავშვები" - რას ჰყვებიან თვითმხილველები ბარათაშვილის ქუჩაზე მომხდარ შემთხვევაზე

"ნეტავ სცოდნოდა, რამდენად ლამაზი იყო შინაგანად და გარეგნულად..." - როგორ იხსენებენ ატენის ქუჩაზე მოკლულ დედა-შვილს

დიდ დიღომში ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს

დადიანზე ავარიის დროს გარდაცვლილი ქალი „ინტერპრესნიუსის“ თანამშრომელი იყო