რობაქიძის საქმეზე ბრალდებული კრიმპოლის ყოფილი უფროსი საქართველოში ჩამოსვლისთანავე, აეროპორტში დააკავეს

რობაქიძის საქმეზე ბრალდებული კრიმპოლის ყოფილი უფროსი საქართველოში ჩამოსვლისთანავე, აეროპორტში დააკავეს

ამირან (ბუტა) რობაქიძის საქმეზე ბრალდებული, კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსი ზაზა (ზურაბ) ბაქრაძე, რომელიც ამ დრომდე მიმალვაში იმყოფებოდა, საქართველოში ჩამოსვლისთანავე, აეროპორტში დააკავეს.

აღნიშნულის შესახებ განცხადება შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე გაკეთდა. ბაქრაძე, რომელიც წლებია მიმალვაში იმყოფება, საქართველოში ჩვენების მისაცემად რამდენიმე საათის წინ დაბრუნდა.

ზაზა (ზურაბ) ბაქრაძემ რამდენიმე კვირის წინ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის თემაში“ რობაქიძის საქმეზე მისთვის წარდგენილი ბრალი აღიარა და საქმის გაყალბების დეტალებზე ისაუბრა.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს