შსს კრიმპოლის ყოფილი უფროსის დაკავების კადრებს ავრცელებს

შსს კრიმპოლის ყოფილი უფროსის დაკავების კადრებს ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსის ზაზა (ზურაბ) ბაქრაძის დაკავების კადრებს ავრცელებს. ამირან (ბუტა) რობაქიძის საქმეზე ბრალდებული ბაქრაძე, რომელიც ამ დრომდე მიმალვაში იმყოფებოდა, საქართველოში ჩამოსვლისთანავე, აეროპორტში დააკავეს.

აღნიშნულის შესახებ განცხადება შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე გაკეთდა. ბაქრაძე, რომელიც წლებია მიმალვაში იმყოფება, საქართველოში ჩვენების მისაცემად რამდენიმე საათის წინ დაბრუნდა.

ზაზა (ზურაბ) ბაქრაძემ რამდენიმე კვირის წინ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის თემაში“ რობაქიძის საქმეზე მისთვის წარდგენილი ბრალი აღიარა და საქმის გაყალბების დეტალებზე ისაუბრა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ