ავტორი:

რატომ აატირა ერდოღანმა 5 წლის გოგონა?

რატომ აატირა ერდოღანმა 5 წლის გოგონა?

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიპ ერდოღანი, თავისი არც თუ კეთილგონივრული ჟესტის გამო, ინტერნეტში კრიტიკის ობიექტი გახდა. 25 თებერვალს, მმართველი პარტიის კონგრესის მსვლელობისას, მან ხალხის ტალღაში, თურქეთის არმიის ფორმაში ჩაცმული, ატირებული გოგონა შენიშნა და ის სცენაზე აიყვანა. თურქეთის პრეზიდენტმა მას ლოყაზე აკოცა და ჰკითხა, თუ რას აკეთებდა იქ...

"ჩვენ აქ გვყავს წაბლისფერბერეტიანი გოგონა, წაბლისფერბერეტიანები კი არასდროს ტირიან და ისიც არასდროს იტირებს..." - თურქეთის პრეზიდენტის თქმით, გოგონა სახელმწიფო ჯილდოს მიიღებს, თუ ბრძოლაში დაიღუპება.

"მას ახლა ჯიბეში თურქეთის დროშა უდევს... თუ სამშობლოსთვის ეწამება, ღვთის ნებით, დროშას გადააფარებენ... შენ ყველაფრისთვის მზად ხარ?" - აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა, რაზეც დაბნეულმა და ატირებულმა გოგონამ მიუგო - "დიახ...".

პოლიტიკური წრეებიდან ამ ჟესტის გამო ერდოღანი არავის გაუკრიტიკებია, თუმცა, თურქეთის ლიდერის უცნაურ მიმართვას ინტერნეტმომხმარებლების მძაფრი რეაქცია მოჰყვა; მათი დიდი ნაწილის თქმით, თურქეთის პრეზიდენტმა გოგონა სახელმწიფო პროპაგანდისთვის გამოიყენა...

"არ შეიძლება ბავშვს ესაუბრო ასეთი სიტყვებით; სახელმწიფოს ვალია დაიცვას ბავშვები და არა აიძულოს ისინი მისთვის დაიღუპონ..." - წერენ ისინი.

ამასთან, სახელმწიფოს ლიდერს შეახსენეს, რომ მისმა შვილებმა სამხედრო სამსახურს თავი აარიდეს...

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე