"ოჯახს მხოლოდ ეს ორი შვილი ჰყავდა" - საზარელ ავარიას ძმები და მათი მამიდაშვილი ემსხვერპლნენ

"ოჯახს მხოლოდ ეს ორი შვილი ჰყავდა" - საზარელ ავარიას ძმები და მათი მამიდაშვილი ემსხვერპლნენ

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხისთან შემზარავი ავტოკატასტროფა მოხდა - სოფლის სიახლოვეს მდებარე ტაშისკარის არხში "ოპელის" მარკის ავტომანქანა გადავარდა, რომელშიც ხუთი ახალგაზრდა იჯდა. მათგან სამი - ხაშურში მცხოვრები ძმები - 21 წლის რომიკო და 19 წლის რატი გრიგალაშვილები და სოფელ ნაცარგორაში მცხოვრები, მათი 27 წლის მამიდაშვილი, რატი სულაქველიძე ადგილზევე დაიღუპნენ. საბედნიეროდ, გადარჩნენ ასევე სოფელ ნაცარგორაში მცხოვრები, გარდაცვლილი რატი სულაქველიძის ძმა, უჩა; მათივე მეზობელი და ახლობელი მალხაზ გრიგალაშვილი. მომხდარზე საქმე 276-ე მუხლით არის აღძრული, რაც ავტომანქანის ექსპლუატაციისას გაუფრთხილებლობით ორი ან მეტი ადამიანის დაღუპვას გულისხმობს.

გვესაუბრება სოფელ მოხისის მკვიდრი:

- გარდაცვლილი ახალგაზრდები ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაცარგორიდან არიან, თუმცა ძმები გრიგალაშვილების ოჯახი ამჟამად ხაშურში ცხოვრობს. გარდაცვლილთაგან უფროსი 27 წლის არის; განა ეს რა ასაკია, - კაცი ახლა იწყებდა ცხოვრებას… ძმების ოჯახი ხომ საერთოდ განადგურდა, - ენითაუწერელი უბედურება ტრიალებს. ამ ოჯახს მხოლოდ ეს ორი შვილი ჰყავდა და უბრალოდ, არ ვიცი, აწი როგორ უნდა იცხოვრონ…

- როგორ დატრიალდა ეს უბედურება?

- ხაშურელი ბიჭები ჩამოვიდნენ ავტომანქანით სტუმრად ნაცარგორაში ნათესავებთან; მე როგორც ვიცი, ბიჭებმა მოილხინეს, გაერთნენ და მერე ხაშურში წასვლა გადაწყვიტეს... განაგრძეთ კითხვა

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს