ქეითი და მეგანი კვლავ ერთად გამოჩნდნენ - რომლის კაბა იყო უფრო ძვირადღირებული?

ქეითი და მეგანი კვლავ ერთად გამოჩნდნენ - რომლის კაბა იყო უფრო ძვირადღირებული?

მეგან მარკლი, ქეით მიდლტონი, პრინცი ჰარი და პრინცი უილიამი გუშინ სამეფო ფონდის ფორუმზე ლონდონში ერთად გამოჩნდნენ. პრინცების რჩეულებს ლურჯი ტონალობის სამოსი ეცვათ, რაც მათ ინდივიდუალ სტილს უსვამდა ხაზს.

Hello-ს ინფორმაციით, 36 წლის ქეითს მისი საყვარელი ბრენდის Seraphine კაბა ეცვა, ბრენდი სამოსს ორსული ქალებისთვის ქმნის. კაბის ღირებულება 99 ფუნტია. მიდლტონს კაბის შესაფერისი ლურჯი ფეხსაცმელი და სადა სამკაული ეკეთა.

მეგანმა კი ღონისძიებისთვის ბევრად ძვირადღირებული, ჯეისონ ვუს კაბა შეარჩია, რომლის ფასი 1 415 ფუნტია. პრინცი ჰარის საცოლეს მაღალქუსლიანი შავი ფეხსაცმელი ეცვა.

ქეითისა და მეგანის სამოსი მუდმივად ხდება განხილვის საგანი. მარკლის 56 ათას ფუნტად ღირებულმა კაბამ, რომლითაც მან პრინც ჰარისთან ერთად ნიშნობის ფოტოებისთვის იპოზიორა, ბრიტანელების ვნებათაღელვა გამოიწვია. კაბა ბრიტანულმა ბრენდმა Ralph & Russo-მ შექმნა.

რაც შეეხება ქეითის კაბას, რომელიც საკუთარ ნიშნობის ფოტოებზე ეცვა 2010 წლის დეკემბერში, ასევე ბრიტანული ბრენდის Reiss შექმნილია. მისი ღირებულება 170 ფუნტი იყო.

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ