მუსტაფა ემრე ჩაბუქი დაცვის სახელმწიფო პროგრამაში ჩართეს

მუსტაფა ემრე ჩაბუქი დაცვის სახელმწიფო პროგრამაში ჩართეს

დემირელის კოლეჯის მენეჯერი მუსტაფა ემრე ჩაბუქი დაცვის სახელმწიფო პროგრამაში ჩართეს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ჩაბუქის ადვოკატმა იოსებ ბარათაშვილმა განუცხადა.

როგორც ადვოკატმა განაცხადა, ჩაბუქი ოჯახთან ერთად ცხოვრობს, თუმცა ინფორმაცია გასაიდუმლოებულია და საცხოვრებელთან დაკავშირებით დეტალებზე საუბრის უფლება არ აქვს.

„მუსტაფა ემრე ჩაბუქი ჩართულია დაცვის სპეციალურ პროგრამაში, ისევე როგორც ჩართულები არიან მისი ოჯახის წევრები. დაკმაყოფილდა მისი განცხადება და მას უკვე სახელმწიფო დაცვა იცავს. გამომდინარე იქედან, რომ ეს არის გასაიდუმლოებული ინფორმაცია, უფრო მეტ დეტალზე ვერ ვისაუბრებთ“, - განაცხადა იოსებ ბარათაშვილმა.

მუსტაფა ემრე ჩაბუქმა დაცვის სახელმწიფო პროგრამაში ჩართვის მოთხოვნით, პროკურატურას მიმდინარე წლის 23 თებერვალს მიმართა. ჩაბუქი აცხადებდა, რომ არსებობდა საფრთხე, რაზეც ხმამაღლა და დაწვრილებით ვერ ისაუბრებდა, თუმცა საჭიროება იყო, რომ ისიც ჩართულიყო სახელმწიფო დაცვის პროგრამაში, ისევე როგორც მისი ოჯახის წევრები იყვნენ ჩართული.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ