რა ვითარებაა ბორჯომში - საკრებულოსა და მერიასთან სამართალდამცველები არიან მობილიზებული

რა ვითარებაა ბორჯომში - საკრებულოსა და მერიასთან სამართალდამცველები არიან მობილიზებული

ბორჯომის საკრებულოსა და მერიასთან სამართალდამცველები არიან მობილიზებული. როგორც საკრებულოსთან, ისე მერიასთან ასევე განთავსებულია სატვირთო ავტომანქანები და ავტობუსები, რომლებითაც ბორჯომში პოლიციელები ჩაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, პოლიციის გარდა, ადგილზე იმყოფება სპეციალური დანიშნულების რაზმებიც.

„დილით ადრევე არის მობილიზებული არნახული რაოდენობა სპეცრაზმელების, სამართალდამცველების. გადაღებული გვაქვს არაერთი კადრი. მუნიციპალიტეტის მიმდებარედ რამდენიმე სატვირთო მანქანა იყო. იმედია, ეს სამართალდამცველები არიან ჩვენს დასაცავად და არა ჩვენს დასარბევად“, - განაცხადა ბორჯომის საკრებულოს ფრაქცია „ლეიბორისტების“ წევრმა გიორგი გიუაშვილმა და დასძინა, რომ გამოძიება უნდა დაიწყოს საკრებულოს წევრებისთვის უფლებამოსილების განხორციელებაში ხელისშეშლისა და საბოტაჟის მიმართულებით.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გუშინ, დღის განმავლობაში სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა. საკრებულოში ბორჯომის მერიის თანამშრომლების ხელფასების მატების საკითხის განხილვა იყო დაგეგმილი. ტელეკომპანია „ბორჯომის“ ინფორმაციით, 26 დეპუტატიდან საკითხის დამტკიცებას მხარი "ქართული ოცნების" 11-მა დეპუტატმა დაუჭირა. 15-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმა კი აღნიშნულ საკითხს მხარი არ დაუჭირა. შესაბამისად, ხმების არასაკმარისი რაოდენობის გამო, ხელფასების საკითხი თავდაპირველად ჩავარდა, რასაცბორჯომის მერიის თანამშრომლების პროტესტი მოჰყვა. ისინი დღეს გაფიცვას და ფართომასშტაბიან აქციებს აანონსებენ.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები