თეთრი სახლის "ვარსკვლავი" ჰოუპ ჰიქსი თანამდებობას და ტრამპს ტოვებს

თეთრი სახლის "ვარსკვლავი" ჰოუპ ჰიქსი თანამდებობას და ტრამპს ტოვებს

თეთრი სახლის კომუნიკაციების დირექტორი ჰოუპ ჰიქსი თანამდებობიდან გადადგა, ინფორმაციას CNN ავრცელებს. ჰიქსი ტრამპთან, სხვა კოლეგებთან შედარებით, ყველაზე დიდი ხნის მანძილზე მუშაობდა და მისი უახლოესი თანაშემწე იყო.

ჰიქსი მსოფლიო ყურადღების ცენტრში გასული წლის ნოემბერში მოექცა, როდესაც იაპონიაში ვიზიტისას, სმოკინგში გამოწყობილმა ჰოუპმა მელანია ტრამპიც კი დაჩრდილა.

გადაწყვეტილების მიღებამდე მან ჩვენება მისცა გამოძიებას, რომელიც აშშ-ის არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევას უკავშირდება.

თანამდებობიდან წასვლის შესახებ თვალცრემლიანმა ჰიქსმა კოლეგებს გუშინ განუცხადა. მან გაიხსენა, რომ ტრამპთან ერთად უამრავი წელი იმუშავა და პრეზიდენტს მხოლოდ საუკეთესოს უსურვებს. ახლა კი მიიჩნევს, რომ თეთრი სახლიდან მისი წასვლის დროა.

ჰოუპი თანამდებობას დაუყოვნებლივ არ დატოვებს, კომუნიკაციების დირექტორის ვაკანსია რამდენიმე კვირის შემდეგ გაჩნდება.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"