რატომ ეხება ტრამპი მაიკ პენსს ნაზად ფეხზე? - ფოტო ინტერნეტში ვირუსულად ვრცელდება

რატომ ეხება ტრამპი მაიკ პენსს ნაზად ფეხზე? - ფოტო ინტერნეტში ვირუსულად ვრცელდება

ფოტო, რომელზეც აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსს ფეხზე ნაზად ეხება, ინტერნეტსენსაციად იქცა.

პრეზიდენტსა და პენსს შორის მელანია ზის, თუმცა ეს არ უშლის ხელს ტრამპს, ვიცე-პრეზიდენტს ფეხზე "ნაზად შეეხოს".

ფოტო ცნობილი მისიონერის, ბილი გრემის პანაშვიდზეა გადაღებული. გრემი 99 წლის ასაკში გარდაიცვალა, პანაშვიდი ვაშინგტონში, კაპიტოლიუმის შენობაში გაიმართა.

ეს დღე ბევრი ადამიანისთვის ძალიან ემოციური იყო, ამიტომ, სოციალური ქსელების მომხმარებლების ნაწილი განიხილავს, რომ ტრამპის ჟესტი ერთგვარი მხარდაჭერა იყო მეგობრის მიმართ.

თუმცა, ვიცე-პრეზიდენტი კმაყოფილი სულაც არ ჩანდა. სხეულის ენის სპეციალისტები ამბობენ, რომ პენსის მჭიდროდ მოკუმული ტუჩები და პიჯაკზე უხერხულად ჩაჭიდებული ხელები სწორედ ამისი მტკიცებულებაა.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე