გია მაისაშვილის ძმა - "ცხედარი დასვენებულია ამერიკაში, დროებით საცხოვრებელში... არ ვიცით, როდის ჩამოასვენებენ"

გია მაისაშვილის ძმა - "ცხედარი დასვენებულია ამერიკაში, დროებით საცხოვრებელში... არ ვიცით, როდის ჩამოასვენებენ"

„ლიდერთა სკოლის“ დამფუძნებლის, პოლიტიკოს გია მაისაშვილის ცხედრის საქართველოში გადმოსვენების თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას გია მაისაშვილის ძმამ, ანზორ მაისაშვილმა განაცხადა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გარკვეულ დეტალებს აგვარებს, თუმცა მისთვის უცნობია, როდის მოხერხდება ცხედრის გადმოსვენება.

„საკონსულომ უნდა გადმოასვენოს ცხედარი, თუმცა, ჯერჯერობით არ ვიცით, როდის მოხერხდება გადმოსვენება. ცხედარი დასვენებულია ამერიკაში, დროებით საცხოვრებელში. საკონსულოს განკარგულებაშია ეს პროცედურებიც და გიას ცხედარიც. ალბათ, გადამზიდავ კომპანიაზეა დამოკიდებული გარკვეული საკითხები, ამიტომ, ჯერჯერობით არ ვიცით, როდის ჩამოასვენებენ. საგარეო საქმეთა სამინისტროდან გარკვეული საბუთები მოითხოვეს, მათ შორის დაბადების მოწმობა. მე ყველა საბუთი მივიტანე და ველოდებით პროცედურების დაწყებას“, - განაცხადა ანზორ მაისაშვილმა.

მისივე თქმით, თბილისში ჩამოსვენების შემდეგ გია მაისაშვილის სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს ღვთისმშობლის მიძინების სახელობის სიონის საკათედრო ტაძარში გადაიხდიან. გარდაცვლილის ძმისთვის ჯერჯერობით უცნობია, სად დაიკრძალება გია მაისაშვილი.

გია მაისაშვილი 56 წლის ასაკში, რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ