"მინდა ფილმი გადავიღო, სადაც ბიზნესმენის როლს ვითამაშებ"  - რა სიახლეებია ირაკლი მაქაცარიას ცხოვრებაში

"მინდა ფილმი გადავიღო, სადაც ბიზნესმენის როლს ვითამაშებ"  - რა სიახლეებია ირაკლი მაქაცარიას ცხოვრებაში

"არ მიყვარს იმის აფიშირება, რაც გულის სიღრმეში მაქვს" "ის არ ცნობს ფლირტს, ხშირად საკუთარ თავში ჩაკეტილია. საკმარისია, ვინმემ გულში ჩაიკრას, მიეალერსოს, რომ წყენას ივიწყებს. მასში არ არის ეშმაკობის მარცვალიც კი. თავგამოდებით იცავს სიმართლეს და ყოველთვის დაჩაგრულის მხარეს დგას. მისთვის ნებისმიერი გამოწვევა მისაღები და სტიმულის მიმცემია", - ასე ახასიათებენ ასტროლოგები ხარის წელში დაბადებულ ვერძს, ეს კი პროდიუსერისა და ტელეწამყვანის, ირაკლი მაქაცარიას ზოდიაქოს ნიშანია.

- ვერ ვიტყვი, რომ ასტროლოგთა პროგნოზს ყოველდღიურად ვეცნობი, მაგრამ ჩემი ნიშნის დახასიათება არაერთხელ წამიკითხავს. ზოგადად, ასტროლოგიის მჯერა.

- ბუნებით ლიდერი ხარ? საქმის კეთებისას პირველობა გჩვევია?

- კი, მებრძოლი ხასიათით გამოვირჩევი. ლიდერობის სურვილიც ყოველთვის მაქვს.

- "თავგამოდებით იცავს სიმართლეს და ყოველთვის დაჩაგრულის მხარეს დგას".

- უსამართლობა ჩემში იმდენად დიდ პროტესტს და სიბრაზეს იწვევს, სუსტი ადამიანის ჩაგვრისადმი გულგრილი ვერასდროს ვიქნები. ამ დროს სიმშვიდეს ვკარგავ, შეიძლება აგრესიულიც გავხდე. ასეთი შემთხვევა ჩემს ცხოვრებაში არაერთხელ ყოფილა.

- ასეთ დროს მოსალოდნელ უსიამოვნებას არ უფრთხი?

- არა. უსამართლობის ფაქტი პროტესტს იმდენად ამძაფრებს, მაგაზე ვერც კი ვფიქრობ. შეიძლება არაგონივრულიც იყოს, მაგრამ ასეთი ხასიათი მაქვს. ზოგადად, ცხოვრებაში ძალიან მშვიდი ვარ.

- "მასში არ არის ეშმაკობის მარცვალიც კი".

- ასეც ვერ ვიტყვი, გააჩნია ეშმაკობაში რა იგულისხმება. მოხერხებულობა არ მაკლია. ვერ ვიტყვი, რომ ყოველთვის დინებას მივყვები, ლავირების უნარიც კარგად მაქვს გამომუშავებული. ეშმაკობა ცუდი გაგებით არ მჩვევია, მსგავსი რამ ჩემს ხასიათში არასდროს შემინიშნავს და ეს ძალიან მიხარია.

- წყენას ადვილად ივიწყებ?

- შემიძლია წყენის ფაქტს "გადავაბიჯო", მაგრამ არ დამავიწყდება.

- არადა, ამბობენ: "წყენას ადვილად ივიწყებს. ამისთვის საკმარისია, ვინმემ გულში ჩაიკრას, მიეალერსოს".

- სითბო ძალიან მნიშვნელოვანია. როცა სითბოს ვგრძნობ, სურვილი მიჩნდება, უკან გაათმაგებული ძალით დავაბრუნო.

- აგრესიაც?

- არა, მაქსიმალურად ვცდილობ, ნეგატიურ ველზე არავის გავყვე. ჩემი აზრით, ნეგატიური აზრების იგნორირება სწორი გადაწყვეტილებაა.

- საკუთარ პრობლემებზე ღიად ლაპარაკი გჩვევია?

- არასდროს. არ მიყვარს იმის აფიშირება, რაც გულის სიღრმეში მაქვს. არ მიყვარს დახმარების ხელის თხოვნა, მიუხედავად იმისა, რომ ვაცნობიერებ, ამაში ცუდი არაფერია. რატომღაც, ყოველთვის ვამჯობინებ, ჩემით ვიპოვო გამოსავალი. ალბათ, ბევრჯერ არასწორადაც მოვქცეულვარ, მაგრამ ახლობლები იმისთვის არსებობენ, რომ როცა გჭირდება, მხარში ამოგიდგნენ...განაგრძეთ კითხვა