საპატრიარქოში არჩილ ტატუნაშვილის მშობლების და პატრიარქის შეხვედრა მიმდინარეობს

საპატრიარქოში არჩილ ტატუნაშვილის მშობლების და პატრიარქის შეხვედრა მიმდინარეობს

ამ წუთებში საპატრიარქოში არჩილ ტატუნაშვილის მშობლების და კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის შეხვედრა მიმდინარეობს. აღნიშნულ შეხვედრას პატრიარქთან ერთად რამდენიმე მეუფეც ესწრება. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საპატრიარქოში განუცხადეს.

ტატუნაშვილის მშობლებსა და უწმინდესს შორის შეხვედრა რამდენიმე წუთის წინ დაიწყო. შეხვედრის დაწყებამდე მშობლებს ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებით.

22 თებერვალს, საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს 3 მოქალაქე - არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი ახალგორში დააკავა. 23 თებერვალს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ არჩილ ტატუნაშვილი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. ოსური მედიის ინფორმაციით კი, არჩილ ტატუნაშვილი ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი