"ისეთ მძიმე მდგომარეობაში იყო, ოპერაციამდე გაუჩერდა გული" - რას ჰყვება ტრაგიკულად დაღუპული მოსწავლის ახლობელი

"ისეთ მძიმე მდგომარეობაში იყო, ოპერაციამდე გაუჩერდა გული" - რას ჰყვება ტრაგიკულად დაღუპული მოსწავლის ახლობელი

ბარათაშვილის ქუჩაზე დატრიალებულმა უბედურებამ, რომელსაც 14 წლის მოსწავლე, ასლან მამედოვი შეეწირა, საზოგადოება შეძრა. თბილისის 70-ე საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლე, ავტობუსის გაჩერებაზე შემინული შენობიდან ჩამოვარდნილმა მინამ იმსხვერპლა; ხელისუფლების წარმომადგენლები ამ უბედურებაში შესაძლო დამნაშავეების უმკაცრესად დასჯის შესახებ ლაპარაკობენ, თუმცა ეს ტრაგედიის მასშტაბს ნამდვილად ვერ შეცვლის. მომხდარმა უმძიმესი კვალი დატოვა მამედოვის თანაკლასელებსა და დამრიგებელ ფატი კვატაშიძეზე, რომლებთან ერთადაც, ასლან მამედოვი "მაკდონალდსში" მიდიოდა.

ადგილობრივთა თქმით, მასწავლებელს სადამრიგებლო კლასთან განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა. ფატი კვატაშიძეს პირველი სადამრიგებლო კლასი წელს,იანვარში ჩააბარეს, რის გამოც ბავშვებზე განსაკუთრებულად ზრუნავდა.

გაკვეთილების შემდეგ თექვსმეტი მე-7 კლასელი მოზარდი, მასწავლებელთან ერთად, #44 ავტობუსში ჩაჯდა და "მაკდონალდისკენ" გაემართა. უბედურება კი ავტობუსის ბოლო გაჩერებაზე მოხდა, სადაც ავტობუსიდან გადმოსულ ასლან მამედოვს დაახლოებით 15 მეტრიდან ჩამოვარდნილი მინა დაეცა, მსუბუქად დაშავდა კიდევ 5 ბავშვი.

როგორც ამბობენ, ასლან მამედოვის დამრიგებელი ჯერაც ვერ მოვიდა გონს, ქალი მომხდარის გამო კვლავ შოკშია. ახლობლებმა გვითხრეს, რომ ასლანი წესიერი და შრომისმოყვარე ბიჭი იყო, რომელიც გარშემო უკლებლივ ყველას უყვარდა. გარდაცვლილის ახლობელმა დათო რამინოვმა მასზე საუბრისას თავი ვერ შეიკავა და ატირდა...განაგრძეთ კითხვა

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს