არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებასთან დაკავშირებით საქართველოს პატრიარქი რუსეთის პატრიარქს წერილობით მიმართავს

არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებასთან დაკავშირებით საქართველოს პატრიარქი რუსეთის პატრიარქს წერილობით მიმართავს

გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებასთან დაკავშირებით საქართველოს პატრიარქი რუსეთის პატრიარქს წერილობით მიმართავს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პატრიარქის ფონდის ხელმძღვანელმა ლაშა ჟვანიამ განუცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულ საკითხთან მიმართებით საქართველოს ეკლესია მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს გამოიყენებს. ჟვანიამ ჟურნალისტებთან ასევე ისაუბრა გარდაცვლილის ოჯახის წევრებისა და პატრიარქის შეხვედრის დეტალებზე.

მისი თქმით, შეხვედრა ორმხრივი სურვილის საფუძველზე შედგა. პატრიარქმა ოჯახი დალოცა და გარდაცვლილის სულის მოსახსენიებელი ლოცვა წაიკითხა. შეხვედრა საქართველოს საპატრიარქოს შენობაში საათზე მეტხანს მიმდინარეობდა. შეხვედრის დასრულების შემდგომ ჟურნალისტებთან კომენტარი გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის მშობლებს არ გაუკეთებიათ.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ