სომხეთმა თურქეთთან ურთიერთობის ნორმალიზების შესახებ ოქმები გააუქმა

სომხეთმა თურქეთთან ურთიერთობის ნორმალიზების შესახებ ოქმები გააუქმა

სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა 2009 წელს თურქეთთან ხელმოწერილი სომხეთ-თურქეთს შორის ურთიერთოებების ნორმალიზების შესახებ ოქმების გაუქმების შესახებ განაცხადა. ამის შესახებ სომხური მედია სახელმწიფოს მეთაურის პრესმდივან ვლადიმერ აკოპიანზე დაყრდნობით იუწყება.

„სახელმწიფო უშიშროების საბჭოს სხდომაზე პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სომხეთ-თურქეთს შორის დადებული ოქმები ცნობლია ძალადაკარგულად“, - აღნიშნა აკოპიანმა.

ამასთან დაკავშირებით უკვე ინფორმირებულები არიან რუსეთის, საფრანგეთის, აშშ-ის, შვეიცარიის ლიდერები და ევროსტრუქტურები. მედიის ინფორმაციით, სარგსიანმა, ჯერ კიდევ 2017 წლის სექტემბერში გაეროს გენერალური ასამბლეის ტრიბუნიდან განაცხადა, რომ გაზაფხულისთვის სომხეთის მხარე ოქმებს ძალადაკარგულად გამოაცხადებს, რადგან მათი რეალიზაციის კუთხით არავითარი ძვრები არ შეინიშნება და სომხეთი 2018 წლის გაზაფხულს ამ ოქმების გარეშე შეხვდება.

ასევე მანამდე სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედვარდ ნალბანდიანმა თურქეთი დაუსაბუთებელი პირობების წამოყენებაში დაადანაშაულა, რომელიც მისი თქმით, ოქმების პირობებს ეწინააღმდეგება. „რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, თურქეთის საგარეო უწყებაში აღნიშნეს, რომ სომხეთის ეს განცხადება სინამდვილეს არ შეესაბამება და ის მსოფლიო თანამეგობრობის შეცდომაში შეყვანას ითვალისწინებს. მათივე განცხადებით, ანკარა ემხრობა ოქმების ძირითად დებულებებს და მათი რატიფიცირებისთვის აუცილებელია სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის და შესაფერისი გარემოს შექმნა.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"