სომხეთს ახალი პრეზიდენტი ჰყავს

სომხეთს ახალი პრეზიდენტი ჰყავს

სომხეთის ყოფილი ელჩი დიდ ბრიტანეთში არმენ სარქისიანი სომხეთის მეოთხე პრეზიდენტი გახდა. ქვეყნის პარლამენტში გამართული ფარული კენჭისყრის შედეგები დროებითი დამთვლელი კომისიის თავმჯდომარემ გაგიკ მელიქიანმა გამოაცხადა.

„არმენ სარქისიანის კანდიდატურას მხარი 90-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი 10 იყო. ამგვარად, არმენ სარქისიანი სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი გახდა“, - განაცხადა მელიქიანმა.

აღსანიშნავია, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ სომხეთში საკონსტიტუციო რეფორმა ამოქმედდება, რომლის მიხედვითაც ქვეყანა საპარლამენტო წყობაზე გადადის. პირველად ქვეყნის ისტორიაში პრეზიდენტი არა მოსახლეობამ, არამედ პარლამენტმა აირჩია.

არმენ სარქისიანი 1953 წელს ერევანში დაიბადა და დიპლომატიურ სამსახურში მოსვლამდე კემბრიჯის უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტზე პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა. 1991-1995 წლებში სარქისიანი დიდ ბრიტანეთში სომხეთის ელჩის თანამდებობას, 1995-1996 წლებში - ბელგიაში, ვატიკანსა და ლუქსემბურგში სომხეთის ელჩის თანამდებობას, 1996-1997 წლებში კი სომხეთის პრემიერ-მინისტრის პოსტს იკავებდა. 2013 წლიდან ის კვლავ დიდ ბრიტანეთში სომხეთის საელჩოს ხელმძღვანელობდა.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე