ავტორი:

"ცოლმა მიღალატა და მოვკალი, ეს ჩემთვის წარმოუდგენელია" - ვინ არის "ზურაშა" და როგორ მოხვდა სერიალში

"ცოლმა მიღალატა და მოვკალი, ეს ჩემთვის წარმოუდგენელია" - ვინ არის "ზურაშა" და როგორ მოხვდა სერიალში

პროფესიით სამართალმცოდნე, შინაგანი განწყობით კი მწერალი ირაკლი ჩხიკვიშვილი მკვეთრად გამოხატული მიზნებით გამოირჩევა. მისი სულიერი მდგომარეობა წერისკენ უბიძგებს, ხოლო მიზნები ბრენდირებული კოქტეილების მოხმარების კულტურის დანერგვისაკენ მოუწოდებენ. მის ცხოვრებაში ხელოვნებას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. თავისი მეგობრების მსგავსად, სურდა საქართველოში დაენერგა ალკოჰოლის მოხმარების კულტურა, რაც გემოვნებიანი მუსიკის თანხლებით აზრთა გაცვლა-გამოცვლას და სხვადასხვა ექსკლუზიური სასმელის ზომიერი რაოდენობით მიღებას გულისხმობს.

მიღწეული მიზნების გარდა წერის თავისეულ სტილზე, ქალთა მიმართ გახშირებულ ძალადობაზე და სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებზე" ირაკლი ჩხიკვიშვილმა Ambebi.ge-სთან ისაუბრა:

უზრუნველყოფილი ბავშობა

ბავშვობაში განსაკუთრებული პერიოდის გამოყოფა გამიჭირდება, იქიდან გამომდინარე, რომ ლაღი და უზრუნველყოფილი ბავშვობა მქონდა, რისთვისაც მადლობელი ვარ. თუმცა, თინეიჯერობის ასაკში აღმოვჩნდი ისეთი ფაქტის წინაშე, როდესაც მივხვდი, რომ ეს "გალაღებული" პერიოდი მთელი ცხოვრება არ გასტანდა და უფრო მეტად ცხოვრებისეულ ღირებულებებზე დავფიქრდი.

მწერლობა, როგორც პროფესია

ჩემი აზრით, დღის საუკეთესო მონაკვეთი აზრების მოსაკრებად და, მითუმეტეს რაიმეს დასაწერად გამთენიისას არის. პირადად ჩემს შემთხვევაში ტვინი ყველაზე აქტიური ამ დროსაა, სწორედ დღის ამ მონაკვეთში ვუკეთებ ჩემს აზრებს მობილიზებას. რაც შეეხება წერის ჩემს სტილს, ვერ ვიტყოდი, რომ ვცდილობ ვიყო ზედმეტად ორიგინალური ან მკითხველამდე მივიტანო ის, რისი აღქმაც მხოლოდ მათ სურთ. წერის, უბრალო, ჩემეული სტილი მაქვს. კატეგორიულად ვგმობ პლაგიატს და მიმბაძელობას. იმასაც ვერ ვიტყოდი, რომ რომელიმე კონკრეტული მწერლის გავლენა მეტყობა, თუმცა ალბათ წერისკენ მიდრეკილების გავლენა იქონია იმან, რომ გრიგოლ რობაქიძის შთამომავალი ვარ.

რაც შეეხება თბილისს, გამიჭირდება ის რომელიმე ჟანრს მივაკუთვნო. უკვე იმდენმა მწერალმა შემოგვთავაზა თბილისის თავისებური ხედვა, რომ რაღაც დონეზე მოსაბეზრებელიც გახდა. თუ გადავხედავთ, თანამედროვე ქართულ ფილმებს ერთი და იმავე თემატიკაზე იღებენ, ჩვენს ფილმებში ძალიან აქტუალურია ნარკომანია და სუიციზმი. თავისთავად კარგია, რომ იღებენ, თუმცა, როგორც ვთქვი მოსაბეზრებელია.

ამჟამად ვმუშაობ რომანზე "ბრაილის შრიფტით", ის ცხოვრებისეული ხასიათის მატარებელია. ეხება 90-იან წლებში გაზრდილ ბიჭს, რომელიც მამის გარდაცვალების გამო შურისძიების სურვილით განიმსჭვალება.

პროფესია

პროფესიით სამართალმცოდნე ვარ. საერთაშორისო სამართალზე და შემდეგ, იურიდიულ ფაკულტეტებზე ვსწავლობდი, ამის გარდა, დამთავრებული მაქვს მარკეტინგის კურსებიც.

გამორჩეული ხელოვანი

ისტორიული ასპექტებისა და ეპოქის გათვალისწინებით, ნამდვილად გამოვარჩევდი ვაგნერს, რომლის მოსმენაც სიამოვნებას მანიჭებს. ზოგადად, "მძიმე რაღაცებისკენ" მაქვს მიდრეკილება. ძალიან მომწონს, აგრეთვე, მატისი, ბოსხი... ერთი სიტყვით, რთულია ცალსახად გამოყო ერთი ან ორი საყვარელი ხელოვანი.

რაც შეეხება ქართველებს, ჩემი აზრით გიორგი ახვლედიანი, იგივე აკა მორჩილაძე, ერთ-ერთი გამორჩეული მსოფლიო დონის მწერალია. ამასთანავე, მინდა აღვნიშნო გია ყანჩელის ღვაწლიც. ის გენიოსია.

შავლეგოსა და ჩიკას წყვილი

მე ნამდვილად არანაირი უფლება არ მაქვს ვინმე განვიკითხო ან განვსაჯო, შავლეგო და ჩიკას წყვილის შემთხვევაშიც, თუ მათ სიამოვნებთ მსგავსი ტიპის ურთიერთობა, მაშინ რატომაც არა? მე ვფიქრობ, შავლეგო მადლიანის შემთხვევაში რის კეთებასაც მიაჩვიეს, იმას აკეთებს. უბრალოდ მარტივად "გასდის" და აკეთებს. ეს მამაკაცური სოლიდარობა ნამდვილად არ არის. თქვენ თუ თქვენს პარტნიორს სრულ თავისუფლებას მისცემთ და საკუთარ მეს უკანა პლანზე დააყენებთ, ის თავისი სურვილის შესაბამისად მოიქცევა, აქედან გამომდინარე ყველა ურთიერთობაში ოქროს შუალედია საჭირო. მე მაინც მგონია, რომ შავლეგო გამოგონილი პერსონაჟია, პირდად მე მსგავსი ტიპის ადამიანი არ შემხვედრია. თუმცა, მისი გარკვეული თვისებები სხვადასხვა ადამიანებშია "მიმოფანტული".

სერიალში შემთხვევით მოხვედრა

სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში", შეიძლება ითქვას, მარტივად მოვხვდი, ჩირა, იგივე ანა ჩირაძე (ჩიკა) ჩემი ბავშობის მეგობარია. ერთ დღეს, საშინელი ბახუსიდან გამოსვლის შემდეგ, ჩირას გამოტოვებული ზარები დამხვდა. როდესაც გადავურეკე, მითხრა, რომ შავლეგოს ძმაკაცის როლზე სჭირდებოდათ ვინმე. თავიდან, სიმართლე რომ გითხრათ, ვერც მივხვდი რაზე იყო საუბარი, რადგან სერიალს იმ პერიოდში თვალს არ ვადევნებდი. პირველად 15 წუთიანი სცენის ჩაწერა დამჭირდა, თუმცა, ამის შემდეგ შევრჩი.

დაუხვეწელი კანონები და მათი შემოქმედები

მე ვფიქრობ, ჩვენთან კანონიც და მიდგომა ბოლომდე არ არის დახვეწილი. რაც შეეხება კანონპროექტებს, ისეთი აბსურდული კანონი შედის, რომ ყველაფერს სერიოზულად ვერ განვიხილავ. დღევანდელ დღესაც სამწუხაროდ ბევრი არაკომპეტენტური ადამიანი გხვდება საკანონმდებლო ორგანოებში. თუნდაც გავიხსენოთ ინიციატივა, რომელიც პარლმენტში ჩიხტი-კოპითა და ჩოხით სიარულს ითვალისწინებდა. კომედიის ჟანრში უფრო გადავინაცვლებდით. ბოლო ოც წელიწადში ძალიან ბევრი რამე დავამახინჯეთ ნაჩქარევი და გაუაზრებელი კანონპროექტებით.

"ცოლმა მიღალატა და მოვკალი" ჩემთვის წარმოუდგენელია...

ჩემს შინაგან კუტლურაზეა დამოკიდებული თუ როგორ მოვიქცევი ქალთან. ეს არა მატო ქართველი, არამედ ნებისმიერი მამაკაცისთვის არის მნიშნელოვანი, რომ ქალთან ურთიერთობაში გალანტური იყოს. ადამიანის ცხოვრებაში დგება მომენტი, როდესაც ერთმანეთისადმი უხეშები ვხდებით, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ქალზე უნდა ვიძალადოთ, ამას კატეგორიულად გამოვრიცხავ. ქალმა რაც არ უნდა გააკეთოს, შენ არ გაქვს უფლება მას სილა გააწნა და მიტუმეტეს მოკლა. თუ მასთან აღარ გეცხოვრება უბრალოდ უნდა ადგე და წამოხვიდე. ცოლმა მიღალატა და ამიტომ მოვკალი ჩემთვის წარმოუდგენელია. ქალი, ჩემი აზრით ბევრად უფრო საშიში კონკურენტია, ვიდრე მამაკაცი. კაცებს უფრო მეტი ცდუნება გვაქვს და ჩვენი "მოთაფვლა" ბევრად უფრო ადვილია, ვიდრე ქალის. ჩვენთვის ახალი ხილია "ქალები პოლიტიკაში". ისტორიასაც თუ გადავხედავთ ქალის მმართველობის პრაქტიკაც ნაკლებად გვაქვს.

ძალიან დიდ პატივს ვცემ მათ, ვინც ქალთა უფლებებს იცავს. თუმცა, მე ვფიქრობ, რომ ეს საკითხი დიდ ქალაქებში, მიუხედავად ქალებზე გახშირებული ძალადობისა, ნაკლებად საგანგაშოა, ვიდრე სოფლებში; განსაკუთრებით კი მუსლიმანურ სოფლებში. მათი ტრადიციების, მათ მიერ ინფორმაციის შეუტყობინებლობისა, თუ რიგი სპეციფიური საკითხების გამო სახელმწიფო ფიზიკურად ვერ ერევა...

ხარისხიანი სასმელი და ხარისხიანი სერვისი - "ურობოროსის" მთავარი აქცენტი

ზოგადად ძალიან მიყვარს ბარის კულტურა. ეს ბარი ჩემს ორ ბავშობის მეგობართან ერთად მაქვს გაკეთებული. თბილისში ვერ ვიპოვეთ ისეთი ადგილი, სადაც წავიდოდით და გავსინჯავდით ექსკლუზიურ სასმელს. არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება ვისკი, ჯინი თუ რომი. სასმელების უმრავლესობა ამერიკის ორივე კონტინენტიდან და ევროპიდან ჩამოგვაქვს. მიუხედავად იმისა, რომ თბილისში არსებობს არაერთი ბარი, სადაც კოქტეილების ფართო არჩევანია, ეს ადგილები მაინც კონვეიერულ სისტემად გადაიქცა. აქცენტს ძირითადად აკეთებენ იმაზე, რომ რაოდენობრივად გაიყიდოს და მათთვის არ არის აუცილებელი, როგორი ხარისხი ან მიწოდების სერვისი იქნება. ბევრი არ იჯერებს ამას, მაგრამ ჩვენ კომერციულად ეს პროექტი არ შეგვიქმნია. ფაქტობრივად, ჩვენი ოცნება ავისრულეთ. ოცნება კი მდგომარეობს იმაში, რომ შევქმნათ პირველი ხარისხიანი კოქტეილ-ბარი საქართველოში, რომელიც ბრენდირებული იქნება. ამასთანავე გვსურს, ალკოჰოლის მოხმარების კულტურასაც გავუწიოთ პოპულარიზაცია. არ არის აუცილებელი, რომ ადამიანმა ლიტრობით სვას. არც იმის კულტურა გაგვაჩნია, რომ 50 გრამი ვისკის თანხლებით მოუსმინო ხარისხიან მუსიკას, მიიღო შესაბამისი ცოდნა ამა თუ იმ სასმელზე, თუ რითია სხვებისგან განსხვავებული, რა პროდუქტისგან იხდება, ან მზადდება; და რასთან ერთად შეზავებაა რეკომენდირებული.

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს