ილია მეორე რუსეთის პატრიარქს - გთხოვთ გვიშუამდგომლოთ, რათა არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი დროულად დაუბრუნდეს ოჯახს

ილია მეორე რუსეთის პატრიარქს - გთხოვთ გვიშუამდგომლოთ, რათა არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი დროულად დაუბრუნდეს ოჯახს

სრულიად საქართველოს-კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ, რუსეთის პატრიარქ კირილს, გარდაცვლილ არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებასთან დაკავშირებით წერილობით მიმართა.

პატრიარქი წერილში აღნიშნავს, რომ გარდაცვლილის ოჯახს არ ეძლევა მიცვალებულის ქრისტიანული წესით დაკრძალვის საშუალება, რაც მთელი საზოგადოების გულისტკივილსა და აღშფოთებას იწვევს. საქართველოს პატრიარქის მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომელიც საპატრიარქოს გვერდზე გამოქვეყნდა უცვლელად გთავაზობთ.

"მოგესალმებით ქრისტესმიერი ძმური სიყვარულით და მოგმართავთ რამდენიმე ხნის წინ, ქალაქ ცხინვალში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის მშობლების თხოვნით.

ჩვენ ყველანი დიდად შეწუხებულნი ვართ იმ ფაქტით, რომ უკვე კვირაზე მეტია, რაც ამ ახალგაზრდის ცხედარი არ გადმოეცა განსვენებულის ოჯახს და მის მშობლებსა და ახლობლებს არ აქვთ საშუალება დაკრძალონ იგი ქრისტიანული წესით, რაც კიდვ უფრო ამძაფრებს მათ მწუხარებას და მთელი საზოგადოების გულისტკივილსა და აღშფოთებას იწვევს.

ვიცით, რომ ამ საკითხის გადაწყვეტა არ შედის თქვენი უწმინდესობის კომპეტენიაში, მაგრამ გთხოვთ გამოიყენოთ თქვენი მაღალი ავტორიტეტი და გვიშუამდგომლოთ შესაბამისი ორგანოების წინაშე, რათა არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი დროულად დაუბრუნდეს ოჯახს. თქვენი მხრიდან ეს იქნება ნუგეში და დიდი დახმარება, როგორც გარდაცვლილის ახლობლებისთვის, ისე ჩვენთვის", – აღნიშნულია კათოლიკოს–პატრიარქის ილია მეოერის მიერ, რუსეთის პატრიარქისთვის მიწერილ წერილში.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ