ავტორი:

"თუ არჩევნებზე არ წახვალ, სახლში გეი ჩაგისახლდება" - რუსეთში წინასაარჩევნოდ უცნაური კლიპი გავრცელდა

"თუ არჩევნებზე არ წახვალ, სახლში გეი ჩაგისახლდება" - რუსეთში წინასაარჩევნოდ უცნაური კლიპი გავრცელდა

"თუ არჩევნებზე არ წახვალ, სახლში გეი ჩაგისახლდება" - ახალი პოლიტიკური კლიპი რუსეთში წინასაარჩევნოდ გამოჩნდა და ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობის აგიტაციას ემსახურება...

რუსეთის მოსახლეობის უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ ეს კლიპი პუტინის მხარდამჭერებმა გადაიღეს და ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის კამპანიის წინააღმდეგ არის მიმართული, რადგან თავად ნავალნის, არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ დართეს. ის საარჩევნო კომიტეტმა პრეზიდენტობის კანდიდატად არ დაარეგისტრირა... ოპოზიციის თქმით, ამ ნაბიჯით, კრემლმა არჩევნები უკვე გააყალბა.

მას შემდეგ, რაც კლიპი ინტერნეტში დაიდო, მილიონობით ნახვა და ასობით ათასი კომენტარი დააგროვა, მათ შორის, უარყოფითი ჭარბობს... ვიდეორგოლის ავტორობა ყველა სტუდიამ უარყო. მეტიც, ისიც ითქვა, რომ ვიდეო ვირუსულად ვრცელდება და წინასაარჩევნო კამპანიასთან საერთო არაფერი აქვს...

კლიპში არაერთი რუსული სერიალის მსახიობები და შოუს მონაწილეები არიან გადაღებული, მათ შორისაა მსახიობი სვეტლანა გალკი, რომელიც კლიპში საგანგაშოს ვერაფერს ხედავს...

ვიდეოში ავტორები ჰომოფობიურ და ქსენოფობიურ მინიშნებებს აკეთებენ. 3 წუთიან კლიპში მოთხრობილია "მოსალოდნელ საშინელ მომავალზე", იმ შემთხვევაში, თუ ადგილობრივი მოქალაქე, 18 მარტის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს.

მთავარი გმირი, 52 წლის მამაკაცი გადაწყვეტს არ წავიდეს არჩევნებზე, რის შემდეგაც ის ნახულობს სიზმარს, თუ როგორ მიჰყავთ "მრავალეროვან ჯარში". მისი შვილი, რომელიც საბჭოთა დროინდელ სამოსშია ჩაცმული, ფულს მამას სთხოვს...

ერთი სიტყვით, არჩევნებზე, რომელსაც კლიპის გმირმა მამაკაცმა ინგორირება გაუკეთა, გაიმარჯვა კანდიდატმა, რომელმაც ახალი კანონები შემოიღო, მათ შორის ის, რომ სამხედრო კომისარიატს შავკანიანი ხელმძღვანელობს.

ვიდეოს ავტორი ასევე აქცენტს აკეთებს სექსუალურ უმცირესობაზე... კლიპში მოყოლილი ისტორიის თანახმად, გამარჯვებული კანდიდატის მიერ შემოღებული კანონით, ყველა ოჯახი ვალდებულია შეიფაროს არატრადიციული ორიენტაციის მქონე ადამიანი, რომელიც პარტნიორის გარეშე დარჩა. თუ მას ვერ იპოვის, მასზე ბინის პატრონმა მამაკაცმა უნდა იზრუნოს...

რუსი ინტერნეტმომხარებლების თქმით, გარდა იმისა, რომ კლიპი აბსოლუტურად დაბალი დონისაა და უგემოვნოდ არის გაკეთებულია, ასევე წარმოაჩენს იმას, თუ როგორ აფასებს ხელისუფლება თავისი ამომრჩევლის ინტელექტს; ასევე მის დამოკიდებულებას განსხვავებული ცხოვრების წესსა და კულტურაზე... რუსი საზოგადოების ერთი ნაწილის თქმით, ეს არის რეალობა, როდესაც თავად სახელმწიფო, კრემლი, ადამიანებს "მრავალეროვან" ჯარში წაყვანით აშინებს, ისევე, როგორც ჰომოსექსუალიზმითა და რასიზმით

თუმცა, ერთ-ერთი რუსული გამოცემის ინფორმაციით, არიან ისეთებიც ვისაც მიაჩნია, რომ "ცუდ კლიში" მსოფლიოში არსებული პრობლემებია წარმოჩენილი.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე