ბრალდებულმა პატრულის თანამშრომელს სასამართლო დარბაზში ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა

ბრალდებულმა პატრულის თანამშრომელს სასამართლო დარბაზში ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა

ბრალდებულმა საპატრულო პოლიციის თანამშრომელს სასამართლო დარბაზში ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. შემთხვევა რამდენიმე თვის წინ მოხდა, თუმცა კადრები დღეს სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-მა გაავრცელა.

სასამართლო დარბაზში სამართალდამცველებზე განხორციელებული თავდასხმის გამო ბრალდებული გ.ა. 6 თვეა წინასწარ პატიმროში იმყოფება. "კურიერში" გასული სიუჟეტის თანახმად, აღნიშნულის პარალელურად, ექვსი თვეა, პროკურატურა პოლიციელების მიერ ბრალდებულ გ.ა.-ის მიმართ ჩადენილ დანაშულს იძიებს.

საქალაქო სასამართლოში გადაღებულ კადრებში ჩანს განხილვის პროცესი, სადაც გ.ა. აგრესიულად იქცევა. კერძოდ, წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით დაკავებული, გ.ა. აგრესიულია და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს ჯერ სიტყვიერ, შემდეგ კი ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებს. სხდომის დაწყებიდან რამდენიმე წუთში განსასჯელის სკამზე მჯდომი გ.ა. მის წინ მჯდომ საპატრულო პოლიციის თანამშრომელს თავში ურტყამს და აგინებს.

ნახეთ ვიდეო

ამ ქმედების გამო გ.ა.-ს რამდენიმე დღეში ბრალდება პოლიციელებზე განხორციელებული თავდასხმის მუხლით წარუდგინეს, თუმცა ის აღნიშნულს არ ეთანხმება. სასამართლო დარბაზში მომხდარის პროვოცირებაში იგი პოლიციელებს ადანაშაულებს. სასამართლო პროცესზე მან პოლიციელები არაადამიანურ მოპყრობასა და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებაში დააადანაშაულა.

ბრლდებულის ადვოკატის, ფრიდონ სუხიაშვილის განცხადებით, საგამოძიებო უწყება ამ ფაქტით არ დაინტერესებულა. კერძოდ, მიუხედავად იმისა, რომ დაკავებულის ჩვენების საფუძველზე პოლიციელების წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333–ე მუხლით დაიწყო, ადვოკატის განცხადებით, პროკურატურას ნივთმტკიცებები არ ამოუღია. გ.ა.-ს მაისურზე და შარვალზე სისიხლის ლაქები აღენიშნება. ადვოკატი მუხლის შეცვლას ითხოვს და აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფ პირს სასამართლო პროცესზე პოლიციელების მიმართ თავდასხმა არ განუხორციელებია. იგივე პოზიცია აქვს ბრალდებულის ოჯახსაც.

"ადგილი აქვს მტკიცებულებების სავარაუდო გაყალბებას, რათა ბრალდებულის მიმართ წაეყენებინათ ის მუხლი, რომ შემდგომ მის მიმართ დამდგარიყო წინასწარი პატიმრობა", – განაცხადა ადვოკატმა.

შინაგან საქმეთ სამინისტროში კი აცხადებენ, რომ გ.ა. 2017 წლის სექტემბერში არსენას ქუჩაზე უგონო მდგომარეობაში იყო. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მას გაუწია დახმარება. როცა ის მოფხიზლდა, აგრესიული გახდა და იქ მყოფ მოქალაქეებს, ასევე პატრულ ინსპექტორებს, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა.

გ.ა. სასამართლო დარბაზში პოლიციელებზე განხორციელებული თავდასხმის ბრალდებით უკვე ექვსი თვეა გლდანის მერვე დაწესებულებაშია მოთავსებული. მისი საქმის არსებითი განხილვა გრძელდება. პარალელურად ექვსი თვეა თბილისის პროკურატურა იძებს, დაკავებისას საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ გ.ა.-ს შესაძლო ცემის ფაქტს. "კურიერის" ინფორმაციით, გამოძიების შედეგი გამოძიების შედეგი ამ დრომდე უცნობია.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს