მურატ ჯიოევი - ქართული ხელისუფლება არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების დაუსაბუთებელ ვერსიებს ავრცელებს

მურატ ჯიოევი - ქართული ხელისუფლება არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების დაუსაბუთებელ ვერსიებს ავრცელებს

ქართული ხელისუფლება არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების დაუსაბუთებელ ვერსიებს ავრცელებს, - ამის შესახებ ცხინვალში ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის სრულუფლებიანმა წარმომადგენელმა მურატ ჯიოევმა განაცხადა.

„ჩვენ შევატყობინეთ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების მონაწილეებს, თუ რატომ იყო დაკავებული ტატუნაშვილი და რა მოუვიდა მას შემდეგ. თუმცა ქართული ხელისუფლება და საზოგადოებრივი ორგანიზაციები სიტუაციას ძაბავენ და არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების დაუსაბუთებელ ვერსიებს აყენებენ, მიმართავენ საერთაშორისო თანამეგობრობას“, - განაცხადა ჯიოევმა.

მისი თქმით, თითქმის ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი ემხრობა იმ ვერსიას, რომელსაც ქართული ხელისუფლება ავრცელებს.

„ვინაიდან ქართული მხარე ამ საკითხის პოლიტიზირებას ცდილობს, იმისთვის რომ, ჩვენი ვერსია დამოუკიდებელმა ექსპერტიზამაც დაადასტუროს, მასალები სამედიცინო ექსპერტიზაზე რუსეთში გავაგზავნეთ“, - დასძინა ჯიოევმა.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები