ისანში, ხის საამქროში ხანძარი ლიკვიდირებულია

ისანში, ხის საამქროში ხანძარი ლიკვიდირებულია

ისანში, ხის საამქროში ხანძარი ლიკვიდირებულია, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს. მათივე ინფორმაციით, დამწვარია 3000 კვ.მ-ის ფართობი.

ისანში, ხის საამქროში ხანძარი დილით გაჩნდა. დამწვარია 3000 კვ.მ-ის ფართობი. საამქრო კომპანია „ჯორჯიან პროდაქსს“ ეკუთვნოდა და მასში პროექტის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში შინაური ცხოველებისთვის სადგომებს ამზადებდნენ, რომელიც ევროპის ქვეყნებში იყიდებოდა. არსებული ინფორმაციით, დამწვარია ძვირადღირებული დანადგარები და საღებავების საწყობი. ზარალის ზუსტი ოდენობა უცნობია.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია