გია მაისაშვილს საქართველოში ხვალ ჩამოასვენებენ

გია მაისაშვილს საქართველოში ხვალ ჩამოასვენებენ

გია მაისაშვილს საქართველოში ხვალ, გამთენიისას ჩამოასვენებენ, დაკრძალვა კი 6 მარტს გაიმართება.

გია მაისაშვილს სიონის საკათედრო ტაძარში დაასვენებენ, სადაც ხვალ და ზეგ სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება. მაისაშვილის ცხედარს სიონიდან 6 მარტს, 15:00 საათზე გამოასვენებენ და წმინდა ნიკოლოზის ტაძრის ეზოში, (ხეთაგურის ქ. N 7) დაკრძალავენ.

პოლიტიკოსი და ლიდერთა სკოლის დამფუძნებელი გია მაისაშვილი 26 თებერვალს ამერიკის შეერთებულ შტატებში, 56 წლის ასაკში გარდაიცვალა. მაისაშვილი ბოლო რამდენიმე წელია მძიმე სენს ებრძოდა. მას თავის ტვინის სიმსივნის დიაგნოზი 2015 წელს დაუსვეს.

პოლიტიკოსი ბოლო წლებში ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა, სადაც მკურნალობის კურსს გადიოდა.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ