ცაიშში მოზარდი ყოფილი სანატორიუმის შენობიდან გადმოვარდა

ცაიშში მოზარდი ყოფილი სანატორიუმის შენობიდან გადმოვარდა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაიშში 16 წლის მოზარდი ორსართულიანი შენობიდან გადმოვარდა, რის შედეგადაც თავის არეში დაზიანებები მიიღო. სოფლის რწმუნებულის, ადამ ქარჩავას ინფორმაციით, მოზარდი ყოფილი სანატორიუმის შენობიდან გადმოვარდა.

„სკოლის გვერდით არის სანატორიუმის ძველი შენობა. მე, როგორც მაქვს ინფორმაცია, რამდენიმე ბავში იყო სათამაშოდ ამოსული. მოზარდი რა ვითარებაში გადმოვარდა, არ ვიცი“, - განუცხადა “ინტერპრესნიუსს“ ქარჩავამ.

დაშავებული სამედიცინო დახმარების სამსახურმა ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა და მას სამედიცინო გამოკვლევები უტარდება. არსებული ინფორმაციით, მას მსუბუქი დაზიანებები აღენიშნება.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია