" ჩვენი ამოცანაა საქართველოს ხელისუფლებაში დაბრუნება და ჩვენ უნდა დავბრუნდეთ უკვე 2018 წელს" - სააკაშვილი

" ჩვენი ამოცანაა საქართველოს ხელისუფლებაში დაბრუნება და ჩვენ უნდა დავბრუნდეთ უკვე 2018 წელს" - სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "ერთიან ნაციონალური მოძრაობას" ამსტერდამიდან მიმართავს.

თავის ვიდეომიმართვაში მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილს კასტინგი აქვს გამოცხადებული მთავარი ოპოზიციური ძალის წოდებაზე, ოპოზიციის მიზანი კი უკვე წელს ხელისუფლებაში მოსვლა უნდა იყოს. იგი კიდევ ერთხელ საუბრობს საპრეზიდენტო არჩევნებისთვის პრაიმერის გზით ოპოზიციის საერთო კანდიდატის შერჩევის მნიშვნელობაზე და "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" ამ ბრძოლაში თანადგომას უცხადებს.

"ჩვენ ყველანი ვხედავთ, თუ რა განსაცდელშია ჩვენი ქვეყანა - ჩვენი დატოვებული ფული ბოლომდე შეიხრა; სახელმწიფო ინსტიტუტები მორყეულია და იქ დაბრუნდა კორუფცია; კრიმინალი მძლავრობს; უსაფრთხოების სიტუაცია მკვეთრად გაუარესდა. ასეთი უიმედობა არ ყოფილა შევარდნაძის დროსაც კი. ამ ყველაფრის ფონზე, ასობით ათასმა ყველაზე შრომისუნარიანმა ჩვენმა თანამემამულემ ან უკვე დატოვა საქართველო, ან თვალი უჭირავს წასვლაზე. რეალურად საქართველო არის განადგურების საფრთხის წინაშე. ამ პირობებში ივანიშვილმა პრაქტიკულად კასტინგი გამოაცხადა მთავარი ოპოზიციური ძალის წოდებაზე. ის გვიბიძგებს ვიბრძოლოთ მეორე ადგილისთის და დავკმაყოფილდეთ ამ რაღაც საპატიო პრიზით. ნურას უკაცრავად! ჩვენი ამოცანაა საქართველოს ხელისუფლებაში დაბრუნება და ჩვენ უნდა დავბრუნდეთ უკვე 2018 წელს. როგორ უნდა განვახორციელოთ ეს? - ჩვენ უნდა მოვიგოთ საპრეზიდენტო არჩევნები და ამის ფონზე ჩამოვშალოთ ივანიშვილის მთავრობა, მოვშალოთ მისი ფეოდალური საკარმიდამო", - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

ექს-პრეზიდენტის აზრით, ზემოაღნიშნული ამოცანა სავსებით რეალისტურია, ვინაიდან ბიძინა ივანიშვილი ბოლო წლებში ასეთი სუსტი არასდროს ყოფილა.

„ხალხს ის ბოლომდე სძულს, ყველას აეხილა თვალები და დაინახა განსხვავება იმას შორის, რაც იყო და რაც ამათ მოშალეს. რაც მთავარია, ყველა ხედავს, რომ ჩვენ გვაქვს პოზიტიური პროგრამა და ვართ ერთადერთი ძალა, რომელსაც შეუძლია ამ ჭაობიდან ქვეყნის ხელახლა ამოყვანა. ამიტომ ახლა ჩვენ უნდა მოვემზადოთ საპრეზიდენტო კამპანიისთვის - პრაიმერიზის გზით ყველა არგაყიდულ ოპოზიციურ ძალასთან ერთად უნდა შევარჩიოთ ღირსეული კანდიდატი და ჩავატაროთ ისეთი კამპანია, როგორიც არასდროს ჩაგვიტარებია - აბსოლუტურად ახალი მეთოდებით, თანამდროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, გამოცდილების გათვალისწინებით და ახალი ხალხის ჩართვით, მათ შორის ახალგაზრდობის მასობრივად მოზიდვით. ჩვენი ძალა, მიუხედავად უზარმაზარი წნეხისა, არ გაიყიდა და არ განადგურდა (რაც ივანიშვილის და მისი ჩრდილოელი პატრონების სანუკვარი ოცნება იყო) და გადარჩა. ახლა ჩვენ უნდა დავუბრუნოთ ქართველ ხალხს საქართველო და უკვე მეორედ შევასრულოთ საქართველოს გადამრჩენის ძირითადი ფუნქცია. ჩვენ ეს აუცილებლად გამოგვივა. მე ბოლომდე ვარ თქვენთან ერთად ამ ბრძოლაში და მინდა, რომ თქვენც წამომყვეთ ამ ბრძოლაში. საქართველოს აქვს ძალიან მაგარი მომავალი, ჩვენი ძალა ჩვენს ერთობაშია და ჩვენი გამარჯვება აბსოლუტურად გარდაუვალია“, - ნათქვამია მიხელ სააკაშვილის მიმართვაში.

LIVE - ეთერშია გადაცემა Newsroom-ი

"ოპოზიციას პრესტიჟის შენარჩუნება სჭირდება, ახლა ხალხის ქუჩაში გამოყვანის დრო არ არის, როგორც "ვარდების რევოლუციის" დროს" - ევროპარლამენტარი

"მართლა შესაძლებელია, რომ ასეთი გავლენიანი ფიგურა უბრალოდ წავიდეს? როგორც წესი, ასე არ ხდება" - რას ამბობს ევროპარლამენტარი ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლაზე?