"თუ ცხედრის გადმოცემა კიდევ დაგვიანდა, სურათის აღდგენა შეუძლებელი გახდება..." - ნიკოლეიშვილი ტატუნაშვილზე

"თუ ცხედრის გადმოცემა კიდევ დაგვიანდა, სურათის აღდგენა შეუძლებელი გახდება..." - ნიკოლეიშვილი ტატუნაშვილზე

უკვე მეორე კვირა იწურება და არ არის პასუხი, როდის აპირებს ცხინვალის დე ფაქტო ადმინისტრაცია ოკუპაციის კიდევ ერთი მსხვერპლის - არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის დაბრუნებას.

გუშინ ცხინვალში გამართულ ბრიფინგზე ე.წ სასამართლო სამედიცინო ექსპერტმა ინალ ტეხოვმა განაცხადა, რომ ტატუნაშვილის ცხედრის ექსპერტიზამ ტრავმების კვალი ვერ აღმოაჩინა.

მისი თქმით, ტატუნაშვილის ცხედარს ექსპერტიზა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის რესპუბლიკური ბიუროს პროზექტურაში 22-23 თებერვალს ჩაუტარა. „რაიმე სახის სისხლჩაქცევა, შიდა ორგანოების ტრავმა, თავის ტვინის დაზიანება არ ყოფილა. თავის ქალის, ზედა და ქვედა კიდურების, ნეკნების, ხერხემლისა და მენჯის ძვლები მთელი იყო“, - განაცხადა ტეხოვმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ გულის გამოკვლევისას დადგენილია იშემიის ზონის სახით მწვავე სისხლძარღვოვანი უკმარისობის ნიშნები.

იმის გასარკვევად, გარდაცვალებიდან რა პერიოდშია შესაძლებელი ექსპერტიზამ გამოავლინოს სიკვდილის გარემოებები, "კვირის პალიტრა" ექსპერტ მაია ნიკოლეიშვილს ესაუბრა:

"ორი კვირა საკმარისი დროა იმისთვის, რომ დაზიანებების კვალის ან იმის დადგენა, თუ რა საგნით მიაყენეს, დაიკარგოს. არა მგონია, ცხედარს სამაცივრო დანადგარებში ინახავდნენ. ჩემი ინფორმაციით, ასეთი დანადგარები ცხინვალში არც აქვთ. ბუნებრივია, სხეულის ლპობა დაწყებულია, თუ უხეში ნაწიბურები არ იქნა გულის კუნთში, რთული გამოსაკვლევია. რაც შეეხება გარე დაზიანებებს, რაც დრო გადის, მით უფრო მცირდება მათი ხანდაზმულობის დადგენის შანსი, თუმცა ეს არ ეხება ძვლოვან სისტემას - რა დროც უნდა გავიდეს, ძვალზე დაზიანებების აღმოჩენა ყოველთვის შესაძლებელია. გავრცელდა ინფორმაცია, რომ სხეულიდან ექსპერტებმა მიკროპრეპარატები აიღეს და რუსეთში გაგზავნეს. არა მგონია, შესასწავლად ქართულ მხარესაც გადმოსცენ. სროლის მანძილის დაფარვის მიზნით, სხეულზე ამოჭრილი ხვრელი არაერთხელ დაგვხვედრია, თუმცა სხვა ნიშნებით მაინც დაგვიდგენია რეალობა. თუ ცხედრის გადმოცემა კიდევ დაგვიანდა და რბილი ქსოვილები განადგურდა, ბუნებრივია, სურათის აღდგენა შეუძლებელი გახდება.

თუ ტყვია აქვს ნასროლი, ექსპერტიზის დროს ტყვია სხეულიდან ამოაქვთ და ლპობის შედეგად კვალი იკარგება. მაგრამ, როგორც წესი, ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა ძვალსაც აზიანებს. ამიტომ დაზიანებები ძვლოვან სისტემაზეც იქნება... გასაგებია, რატომ აჭიანურებენ ცხედრის გადმოცემას - კვალის ასარევად, რადგან ასეთ დროს ყველაზე კარგად ექსპერტები ვხვდებით, რამდენად ღირებული ინფორმაცია იკარგება წაიკითხეთ მეტი

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ