დიღმის მასივში მე-8 სართულიდან მოზარდი გადმოვარდა

დიღმის მასივში მე-8 სართულიდან მოზარდი გადმოვარდა

დიღმის მასივში მე-8 სართულიდან მოზარდი გადმოვარდა. არსებული ინფორმაციით, მოზარდი ავტოფარეხზე დაეცა და მრავლობითი დაზიანებები მიიღო. დაშავებული მძიმე დაზიანებებით ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულიხმობს.

მოზარდის გადმოვარდნასთან დაკავშირებით მეორე, არაოფიციალური ვერსია ვრცელდება. გავრცელებული ინფორმაციით, ბიჭი კომპიუტერულ თამაშებში იყო ჩართული და ე.წ. "ლურჯ ვეშაპს" თამაშობდა.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია